overlorderკი, სანამ გამოვიდოდა უკვე დაიწერა რიმეიქი რო იყო. თუმცა თემიდან გამომდინარე და რა ფინალიც აქვს - დღევანდელ რეალობას და მესიჯებს სრულებით შეესაბამება. ჩემი აზრით წლის ფილმი ეგაა, დანარჩენი ოსკარის ფილმები, გარდა " საიდუმლო აგენტის " ჩემთვის მოძველებული თემატიკაა. Good Time და Uncut Gems მირჩევნია ბევრად, საფდის ბოლო ფილმს. "The Smashing Machine" რო უკეთ გაეკეთებინა, გარკვეული მოსაბეზრებელი სცენები რომ არ ქონოდა, ბევრად ჯობდა როგორც სუფთა კინოს თვალსაზრისით ვამბობ, უბრალოდ არ გამოუვიდა ისეთი რაც საჭირო იყო, ბევრი უაზრო სცენა იყო შიგნით.
საიდუმლო აგენტმა ნოსტალგიის განცდა დამიტოვა ფინალში, როგორ ჭამს გამორჩეულ ადამიანებს ისტორია, ისე რო მათ შესახებ არაფერი ვიცით - ამ თემაზე კიდევ უფრო სხვა კუთხით შეგვახედა. რა მარტივად შეიძლება უსამართლობის გამო წაიშალოს შენი გამორჩეული ისტორია, ისე რომ შვილსაც არ ქონდეს წარმოდგენა ვინ იყავი. მე ფილმი ძალიან მომეწონა.

ეს ვნახე, თემა გადაღეჭილი მქონდა ბევრი სიუჟეტი თუ დოკ.ფილმი მინახავს, თუმცა არის გარკვეული სცენები და კადრები, რისი ნახვაც ღირს და თქვენთვის უცხო იქნებოდა. ამის გამო მივანიჭე 4 ვარსკლავი.

პირველ არხზე გაიჩითა ეს ფილმი და მაგრად დამევასა, კაი საყურებელია და ეკუთვნის 4 ვარსკლავი ჩემი აზრით.