იზაბელა_მანახა_ღმერთოკაი მომენტია

ნაღდი ამბავი რომც არ იყოს, მაინც კაი მომენტია
* * *
შენის ნებართვით ვთარგმნი კიდეც

:
მას ახსოვს ერთი შემთხვევა "როზმარის ბავშვის" გადასაღებ მოედანზე, რომლის შემდეგაც ამის შესახებ
ერთი ეჭვიც კი არ დარჩენილა. ოპერატორმა ბილი ფრეიკერმა კადრი მოამზადა; იღებდნენ რუთ გორდონის
პერსონაჟს, მისის კასტევეტს. ამ სცენაში იგი როზმარის ბინაშია და მეორე ოთახიდან ტელეფონზე დარეკვას
ითხოვს. როზმარი სთავაზობს რომ საძინებლიდან დარეკოს, ამიტომაც მისის კასტევეტი ჯდება საწოლზე
და მცირე ხანი ლაპარაკობს ტელეფონზე. კადრი გადაღებულია როზმარის გადმოსახედიდან - პირველ
პირში ვხედავთ, თუ როგორ რეკავს მოხუცი ქალი საძინებლიდან. ჰოდა ბილი ფრეიკერმა კადრი კორიდორში
ისე დააყენა, რომ კარის ღრიჭოდან გადაეღო რუთ გორდონი. მან ისეთი რაკურსი შეარჩია, რომ რუთ გორდონი
კარის ჩარჩოებით ყოფილიყო შემოსაზღვრული. როდესაც რომანმა შეხედა გადაღებულ მასალას, რაღაც არ
მოეწონა და შესწორებები შეიტანა სცენაში. როდესაც ისე გადაიღეს, როგორც რომანს სურდა, - მის კასტევეტი
თითქმის არ ჩანდა. მარცხენა კარის ნაწილმა მთლიანად დაფარა მისის კასტევეტი. როდესაც ნამუშევარს
შერონმა შეხედა (რომელიც ყოველთვის ე.წ. "ვიზორით" უყურებდა რომანის გადაღებულ კადრებს), ვერ მიხვდა,
თუ რატომ შეცვალა რომანმა კადრი. თუ ხსენებულ კადრში მისის კასტევეტი უნდა ყოფილიყო, მაშინ ეს ვარიანტი
წინაზე უარესი იყო, რადგან მოხუცი ქალი ახლა უკვე ნახევრად ჩანდა მხოლოდ.
ოპერატორმაც ვერაფერი გაიგო. მაგრამ ბრძანება ბრძანებაა, ამიტომაც ფრეიკერმა ისე გააკეთა, როგორც უთხრეს.
სანამ რომანი ვაშლების ყუთზე იჯდა და თეთრი ერთჯერადი ჭიქიდან სვამდა ყავას (მისი ჯგუფს კი კამერა გადაჰქონდა), -
შერონი მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ შეცვალა კადრი.
პასუხად რომანმა მხოლოდ ბრძნულად და გამჭოლი მზერით გაუღიმა და თქვა: "მალე გაიგებ".
შემდეგ ადგა და გავიდა.
"ეგ რაღას ნიშნავს?" - გაიფიქრა შერონმა. შემდეგ საერთოდ გადაავიწყდა ეს ამბავი. სადღაც ნახევარი წლის შემდეგ ისინი
ორივენი მოვიდნენ სულ პირველ წინასაპრემიერო ჩვენებაზე, რომელიც გაიმართა კინოთეატრ "ალექსში", გრეინდეილში,
კალიფორნიის შტატში. რომანი და შერონი თითქმის ბოლოში, უკან იჯდნენ ხელჩაკიდებულები. რომანი, რომელსაც
სხვების ფილმებზე ეკრანთან უყვარდა ჯდომა, - საკუთარ
ფილმებზე ბოლო რიგებში იჯდა ხოლმე, რადგან იგი მაყურებელს უფრო მეტი ინტერესით უყურებდა, ვიდრე თავად ფილმს.
დარბაზი სავსე იყო. აი მოვიდა ის სცენაც, მისის კასტევეტი როზმარის ბინაში. რუთ გორდონმა ჰკითხა მია ფეროუს,
შეეძლო თუ არა მეორე ოთახიდან დაერეკა. მიამ უპასუხა "დიახ" და აჩვენა, საითკენ იყო საძინებელი.
რომანი გადაიხარა ცოლისკენ და ჩასჩურჩულა:
- გახსოვს, რომ მეკითხებოდი, რატომ შეცვალე კადრიო?
შერონს აღარც ახსოვდა, მაგრამ ახლა გაახსენდა.
- დიახ.
- შეხედე, - თქვა მან და ხელი გაიშვირა, ოღონდ ეკრანისკენ კი არა, არამედ მაყურებლების თავების მთელი ზღვისაკენ, -
თითქმის ექვსასი ადამიანი იყო.
ეკრანზე მია ფეროუ, როზმარის როლში, საძინებელში მყოფი მოხუცი ქალისაკენ ისვრის მზერას, - ბაც! - და
მოქმედებას უკვე მისი გადასახედიდან ვხედავთ. ზუსტად იმ კადრს, სადაც რუთ გორდონი, მისის კასტევეტის
როლში, ყურმილით ხელში საწოლზე ზის და მარცხნიდან კარის ნაწილი თითქმის მთლიანად ფარავს.
უეცრად შერონმა დაინახა, თუ როგორ გადაიხარა ექვსასი თავი ოდნავ მარჯვნისაკენ, რათა "შეეხედათ" კარის გამოღებული
ნაწილისაკენ. "აჰ" - ჩუმად შესძახა აღტაცებულმა შერონმა. რა თქმა უნდა, მარჯვნივ გადახრის შემდეგ მაყურებელი
ახალს ვერაფერს დაინახავდა, - კადრი ხომ მაინც კადრად დარჩებოდა. მათ ვერც კი გაიაზრეს რომ მარჯვნივ
გადაიხარნენ ერთდროულად, - ეს ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა.
ასე "აიძულა" რომანმა ექვსას მაყურებელს, - სულ მალე კი მილიონებს მსოფლიოს მასშტაბით, - გაეკეთებინათ ის, რასაც
ისინი გააზრებულად არასოდეს არ გააკეთებდნენ. მაგრამ ისინი არც კი დაფიქრებულან ამაზე. მათ მაგივრად რომანმა იფიქრა ყველაფერი.
რატომ გააკეთა ეს?
იმიტომ რომ შეეძლო.
შერონმა შეხედა რომანს, მან კი გაუღიმა ისევ ისეთივე ბრძნული და გამჭოლი ღიმილით, როგორიც იმ დღეს, გადაღებებისას, -
მაგრამ ამჯერად შერონი ყველაფერს მიხვდა. და ერთადერთი ფრაზა რაც კი მოუვიდა თავში იყო: "ვაუ!". ასეთ მომენტებში შერონი
იაზრებდა, რომ შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა უბრალოდ კარგ რეჟისორს კი არა, - არამედ შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა
კინემატოგრაფიის მოცარტს. მაშინ ზუსტადაც რომ ასეთი დრო იყო.
p.s. ისე, ერთი კაი მაღარიჩი კი უნდა იკისროს პოლანსკიმ, ტარანტინოს არც ერთ რეჟისორზე
იმდენი არ უ*ძრევია, რამდენიც პოლანსკიზე ა*ძრია

აგე კადრიც და ჩემს მომენტსაც დავდებ:

*********