ბოლო 3 კვირაში ნანახ ფილმებს გაგიზიარებთ.
The Divide(2011) 8/10 თავის ჟანრში

მოულოდნელად კარგი გამოდგა, ჩემთვის. მიყვარს კლაუსტროფობიული ფილმები, სადაც ერთ სივრცეში ხდება მოქმედება და ხალხი ერთმანეთის ჭამას იწყებს დროთა განმავლობაში.
High Noon(1952) 7/10

ძველი ვესტერნი, სადაც ნაკლები აქცენტია სროლებზე და მეტი აქცენტია დიალოგზე. მთავარი თემაა მამაკაცური პასუხისმგებლობა, როცა გასაკეთებელს აკეთებ, მიუხედავად იმისა რამდენად ჭკვიანურია, რას ფიქრობენ სხვები და რამდენად გეშინია.
Hostel(2005) 5.5/10

ევროტური ხვდება ხერხს. შვებულების გასატარებლად და საგულაოდ მიდიან სამი ტიპი, თუმცა ბრატისლავაში მოხვდებიან ბოლოს, სადაც არ დაემართებათ კაი ამბები.
Weapons(2025) 5/10

ახლახანს დაიდო. თითქოს არაა ცუდად გადაღებული, მაგრამ ნაჰ, არაა საჩემო.
Unforgiven(1992) 8/10

საკმაოდ განსხვავებული ვესტერნია სხვებისგან იმით, რომ აქცენტი რეალიზმზეა გაკეთებული მაქსიმალურად. მთავარი გმირს, რომელსაც მიჰყვება ისტორია, ისეთი რაღაცები აქვს ნაკეთები, რომ ვერანაირი საზომით ვერ გამოიყვან კარგ ტიპად და პლუს, გარკვეული ბრძოლის სცენებიც ისეა გადაღებული, რომ ბახ ბახ ბახ და ყველა გადავხოცე ვარიანტი არაა.
The Magnificent Seven(1960) 9/10

ერთ-ერთი ლეგენდარული ვესტერნი. არცერთ მონაკვეთში რომ არ მოიწყენ ყურებისას, ისეთი ფილმია ჩემთვის.
Sully(2016) 6.5/10

ფილმი რეალურ ამბავზე, თუ როგორ დასვა პილოტმა თვითმფრინავი წყალზე.
Spider-Man: No way home(2021) 7/10

მარველის ფონზე საკმაოდ ნორმალური იყო. მარისა ტომეი რა ქალია ამ ასაკშიც, ღმერთმანი.
Perfect Strangers (2016) 7.5/10

ესეც გადავიმეორე. მეგობრები იკრიბებიან სადილზე, შემდეგ გაიჟღერებს იდეა, რომ ტელეფონზე ვისაც რა შეტყობინება მიუვა, ან ზარი შემოუვა, ყველაფერი საჯარო იყოს მაგ საღამოს და ერთმანეთს გაუზიარონ. ამ იდეის წარმოშობიდან იწყება ყველაფერი საინტერესო და სახალისო))
"Once you realize what a joke everything is, being the Comedian is the only thing that makes sense."