Hermyonმადლობა ლინკებისთვის! ერთი-მეორეზე უკეთესებია, იმის გათვალისწინებით რომ სულ ახალი ხილია.
დღითი-დღე მატულობს და მალე სოკოსავით მოედება ინტერნეტს.
ტექნოლოგიური გარღვევები დროგამოშვებით ხდება, მთავარია რომ მატარებელს დროზე შეახტე. ვინც მალე აუღებს ალღოს და შეისწავლის, იხეირებს, ვინც ვერა, დარჩება გვერდზე.
სამწუხაროდ, ჩემს ასაკში უკვე ძნელია რაიმე ახლის ათვისება... აი ახალგაზრდებს კი გაქვთ შანსი შეისწავლოთ და წარმატებასაც მიაღწიოთ.
თუ ვინმე რამეს აკეთებთ ამ კუთხით, აუცილებლად დადეთ აქ... განვიხილავთ, შეგაქებთ, და იქნებ კარგი რჩევებიც მოგცეთ