კრისტოფერ ნოლანის "ოდისეა".

1) კინოს დიდი მოყვარული შეიძლება საერთოდ არ იყო, მაგრამ ყველა კლასიკური ლიტერატურის მოყვარული ამ ფილმს ნახავს.
ნოლანის შემოქმედებაშიც ყველაზე განსხვავებული ფილმი იქნება.
უცნაურია აქამდე ოდისეაზე მასშტაბური ჰოლივუდური ფილმი არ გადაუღიათ. ამ ტექსტმა თანამედროვე ლიტერატურის ახალ ჟანრებს დაუდო საფუძველი, რამდენი რამ შეიქმნა ოდისეის გავლენით... ამას აღარ მოვყვები, ბევრმა ისედაც იცის.
ევროპული ფილმები/სერიალები არსებობს.
2) ოდისეას ნახავენ ისინიც, ვისაც ცხოვრებაში ჰომეროსისა და ანტიკური მითოლოგიისკენ არ გაუხედავს. მითოსს მხატვრული ხერხები და მთავარი სათქმელი რომ მოაშორო,
სუფთა ფენტეზად რომ გადაიღო, ასეც მაგარი სათავგადასავლო ფილმი გამოვა.
ფაქტობრივად ფილმს სრულწლოვანი მაყურებლის ყველა კატეგორია ნახავს.
უშუალოდ კრისტოფერ ნოლანის არჩევანზე:
ოდისეის ორი მთავარი გმირი ოდისევსი და ტელემაქეა. ოდისეის ორი მამოძრავებელი პერსონაჟი და ამ ორის გარშემო ჩდებიან სხვადასხვა გმირები.
ოდისევსად ვერ წარმომიდგენია წვერებიანი მეთ დეიმონი, მაგრამ ეს კიდევ გაქაჩავს, აი ტომ ჰოლანდი ტელემაქეობისთვის ყოვლად შეუფერებერებელია.
რა იქნებოდა ვინმე ნაკლებად ცნობილი ნიჭიერი მსახიობები აერჩიათ. მაგრამ თამამედროვე ჰოლივუდის ვარსკვლავები აარჩიეს. დიდად არც უფიქრიათ, ვინ როგორ მოერგებოდა როლს.
მე-2 პრობლემა - ქრონომეტრაჟი.
ერთ ფილმში ამხელა ამბავი, ამდენი თავგადასავალი, + პენელოპესა და სასიძოების ხაზი როგორ უნდა ჩაატიო?
მინიმუმ ორი ფილმი კარგი იქნებოდა ოდისეაზე. ანტიკური აღქმებით ამხელა სამყაროა ტექსტში.

_________
ამ მნიშვნელობის ტექსტის ახალ-ახალ ვერსიებს მუდმივად მოელი.
კრისტოფერ ნოლანი არ მგონია ის რეჟისორი, რომელიც მითოსის ტრაგიკულობას იდეალურად გადმოსცემს. ან "მრავალჭირნახული" ოდისევსის გმირის მრავალმხრივობას გვაჩვენებს.
მაგრამ ვითვალისწინებთ რა თანამედროვე ჰოლივუდის სტანდარტებს, სადაც მხოლოდ შინაარსის არ მქონე კინოთეატრის ფილმებს იღებენ. ამ ტენდენციის ფონზე ისე მკაცრად ვერ მიუდგები.
ვნახოთ რა გამოვოდა.
რა თქმა უნდა ვერც "ილიადას" და ვერც "ოდისეას" კინო ეკრანიზაცია, ვერ იქნება ახლოსაც კი ორიგინალის სიდიადესთან.
This post has been edited by rati nwt on 19 Jul 2026, 21:33