CISძან ბევრი სტატია წავიკითხე ამ დღეებში და უმეტესობაში წერია ძირითადათ ქარხნულად რაც არი რეკომენდირებული ის უნდა ასხა
ის მითი დაივიწყე რო 100 ათასამდე სინთეთიკა უნდა მერე 100დან 200 ათასამდე პოლუ და 200 ათასის მერე მინერალი ეგ არის სისულელე
ქარხნულად რაც უწერია ის უნდა ასხა წესით ორი ას სამი ვარიანთი ექნება მაგ: 0-30 , 5-30 , 0-40
აი აქ დავაკოპირე საინტერესო რაღაცეები წერია ზეთებთან დაკავშირებით
ყველგან სადაც წავიკითხე მატორმა თუ ზეთი დახარჯა (შეჭამა) 1000კმ 0.5- 0.7 ლიტრი ეგ ნორმააო
მითი 5: ზეთის გამუდმებული ცვლაავტომფლობელთა უმრავლესობას მიაჩნია რომ, ზეთის გამოცვლა აუცილებელია სამ თვეში ერთხელ ან ყოველ 6 ათას კილომეტრზე. თუმცა ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ აუმჯობესებს თქვენი ავტომობილის მუშაობას, რა თქმა უნდა არც აზიანებს, – ამ შემთხვევაში სინკლერის სიტყვებით, „ საფრთხე მხოლოდ თქვენს საფულეს ემუქრება– ახალი სინტეტიკური ზეთები არ საჭიროებენ გამოცვლას ათი ათასობით კილომეტრის გავლის შემთხვევაშიც. მეტიც თანამედროვე ზეთების სრულიად ჩვეულებრივი სახეობა გაცილებით მეტი დროისა და მანძილისათვის არის განსაზღვრული ვიდრე სამი თვე.
ავტომობილის ძრავის ზეთი
დანიშნულება:
ცნობილია, რომ ავტომობილის ძრავში მოძრავი დეტალების დიდი რაოდენობა ეხება ერთმანეთს. სწორედ მათ ზედაპირებს შორის, ხახუნის სრიალად გადაქცევას ემსახურება საავტომობილო ზეთი. ძრავის ზეთი საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობს (მაღალი წნევა და ტემპერატურა), ამიტომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დეტალების ზედაპირზე შექმნას ზეთის მყარი და თხელი აპკი, რითაც გამორიცხავს მათ უშუალო ხახუნს და ცვეთას;
ცილინდრსა და დგუშის რგოლებს შორის შეამჭიდროოს ღრიჩო (зазор), რათა წვის კამერიდან გაზებმა არ შეაღწიოს მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის სისტემაში;
ეფექტურად ჩამორეცხოს ზედაპირებიდან ნამწვი;
დაიცვას ძრავის დეტალები კოროზიისგან;
შეინარჩუნოს ცვეთის, ჟანგვის და ჭუჭყის ნაწილაკები ბლანტი სითხის (ემულსიის) მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს მათი ზედაპირზე შეწებება-შეცხობა და გამოიტანოს ისინი ხახუნის (შეხების) ზონიდან;
მოახდინოს წვის და ზეთის ჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ორგანული მჟავეების ნეიტრალიზაცია;
შეინარჩუნოს ყველა ეს თვისება ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში.
ამ თვისებების მისაცემად ზეთს უმატებენ სხვადასხვა შემავსებლებს, რომლებიც მთელი მასის 10 - 25%-ს შეადგენს.
სახეობები:
ძრავის ზეთი არსებობს სამი სახეობის: მინერალური, ნახევრად სინთეტიკური (Semi - Synthetic) და სინთეტიკური (Fully Synthetic).
სინთეტიკური ზეთის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სხვა სახეობის ზეთის შემდეგ, მხოლოდ ძრავის გამორეცხვის შემთხვევაში
განცხვავებები:
სინთეტიკური ზეთები მინერალურისგან განსხვავებით ხასიათდებიან მაქსიმალური ქიმიური და თერმული სტაბილურობით, რაც ნიშნავს, რომ ექსპლუატაციისას არ განიცდის თვისებების გაუარესებას (ჟანგვა, პარაფინიზაცია და ა. შ.) თერმული სტაბილურობა გულისხმობს - ზეთი ერთნაირად თხევადია სხვადასხვა ტემპერატურებზე და ინარჩუნებს კარგ დენადობას, რის გამოც ადვილად აღწევს ძნელად შესაზეთ ვიწრო ჭრილებში.
რა გავითვალისწინოთ?
მინერალურიდან სინთეტიკურ ზეთზე გადასვლისას შეიძლება ძრავში ზედაპიერბზე დარჩეს მინერალური ზეთის ნამწვი შავი ნაფენის სახით, რომელსაც სინთეტიკური კარგად ჩამოაშორებს და შეიძლება საზეთე არხები ან ფილტრი გაჭედოს. ასევე შეიძლება შემამჭიდროებელი ელემენტების (”სალნიკები”) ელასტიურობის დაკარგვა, დაბერვა ან დასკდომა გამოიწვიოს.
ძრავი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს!
არარეკომენდირებულია:
სინთეტიკური ზეთის გამოყენება, როდესაც:
ძრავის მუშა ზედაპირებზე სქელი ნაფენის არსებობის შემთხვევაში;
თუ დარღვეულია შეზეთვის სისტემის გერმეტულობა და დაზიანებული შემამჭიდროებლებიდან ან საფენებიდან წვეთავს ზეთი;
ახალი ძრავის ან ძრავის კაპიტალური რემონტის ”სასარგებლო ცვეთის” პერიოდში;
როგორ გადავიდეთ მინერალურიდან სინთეტიკურზე?
დარწმუნდით, რომ ზემოთჩამოთვლილი სიტუაციები გათვალისწინებულია;
დარწმუნდით, რომ თქვენი რომ ავტომობილის ძრავის ტექნიკურ პასპორტში არ იკრძალება სინთეტიკური ზეთის გამოყენება
სინთეტიკური ზეთები გაცილებით მაღალეფექტურია და უფრო ეკონომიურიც ვიდრე მინერალური, ამიტომ თუ თქვენი ძრავი კარგ მდგომარეობაშია ნუ დააყოვნებთ სინთეტიკაზე გადასვლას.
ზეთის აღნიშვნაში:
SAE (საავტომობილო მრეწველობის ინჟინერთა საზოგადოება. Society of Automotive Engineers) კლასიფიკაცია. ეს აღნიშვნა არ იძლევა ინფორმაციას კონკრეტული ძრავისთვის ზეთის ვარგისიანობაზე ან მის თვისებებზე. იგი მხოლოდ მიუნიშნებს, რომ ზეთი სერთიფიცირებულია.
რიცხვები ასო W-ს წინ აღნიშნავენ სამუშაო ტემპერატურებს (ზამთრის ზეთების შემთხვევაში)
0 - -30°С-ზე ნაკლები
5 - -25°C-დე
10 - -20°С-დე
15 - -15°C-დე
20 - -10°C-დე
25 - -5°С-დე
ასო W (winter) აღნიშნავს - ზამთარს.
რიცხვები ასო W-ს შემდეგ აღნიშნავენ სიბლანტის (დენადობის) კლასს და მიუთითებენ რამდენად ინარჩუნებს ზეთი სიბლანტეს მაღალტემპერატურულ სიტუაციებში.
30 - მცირელიტრაჟიანი მსუბუქი ავტომობილებისთვის
40 - დიდი ლიტრაჟის მქონე ავტომობილებისათვის
50 - მაღალბრუნიანი სპორტული ავტომობილებისათვის
აღნიშვნა SAE 10W-40 მეტყველებს, რომ:
SAE - ზეთი სერთიფიცირებულია
10 - -25°C ტემპერატურამდე შეიძლება გამოყენება
W - სეზონურია და განკუთვნილია ზამთრისათვის
40 - დიდი ლიტრაჟის მქონე მსუბუქი ავტომობილებისათვის
აღნიშვნა SAE 40:
(აღნიშვნაში არ არის 10 W). ზეთი სეზონურია და განკუთვნილია ზაფხულისათვის
სერთიფიცირებული ზაფხულის ზეთი დიდი ლიტრაჟის ავტომობილისათვის.
საავტომობილო ზეთების ხარისხის რეგლამენტირებისთვის არსებობს ორი სპეციფიკაცია:
- API - ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის კლასიფიკაცია
- АСЕА - ევროპელ მწარმოებელთა ასოციაცია
API - სპეციფიკაცია მოიცავს შემდეგ კლასებს:
ბენზინის ძრავებისათვის - SA, SB, SC, SD, SF - "მოძველებული" კლასები და SG, SH, SJ - მოქმედი კლასები.
დიზელის ძრავებისათვის (მსუბუქი,ჯიპები, მიკროავტობუსები): СА, СВ, СС, CD - მოძველებული კლასები, CF - მოქმედი კლასი უნივერსალური თვისებებით.
ამგვარად АРI სპეციფიკაციის მიხედვით SJ/CF კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.
АСЕА - სპეციფიკაცია:
ბენზინის ძრავისათვის - А1-96, А2-96, АЗ-96 კლასები
დიზელის ძრავებისათვის - В1-96, В2-96, ВЗ-96 კლასები.
АЗ-96 და ВЗ-96 კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.
ზეთის ტიპის შესარჩევად ეყრდნობიან შემდეგ ზოგად პრინციპებს :
ზეთს პირველ რიგში ირჩევენ ძრავის მიხედვით და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით.
სხვადასხვა ტიპის ზეთების ვარგისიანობის ტემპერატურული დიაპაზონი SAE კლასიფიკაციით:

ახალი ავტომობილის ძრავისთვის (მთელი დროითი რესურსის პირველი 25%) უნდა გამოვიყენოთ SAE 10W-30 ან 5W-30 (ყველა სეზონისთვის).
შემდეგი პერიოდი (მთელი დროითი რესურსის 25-75%) - ტექნიკურად გამართული ძრავის სემთხვევაში - SAE 10W-40, 15W-40 - ზაფხულში, SAE 5W-30 და 10W-30 - ზამთარში, ან SAE 5W-40 (ყველა სეზონისთვის).
ძრავის რესურსის ბოლო პერიოდი ( მთელი დროითი რესურსის 75%-ზე მეტი) - ძველი ძრავი, რეკომენდირებულია SAE 15W-40 და 20W-50 - ზაფხულში, SAE 5W-40 და 10W-40 - ზამტარში ან SAE 5W-50 (ყველა სეზონისთვის) ზეთების გამოყენება.
-40 გრად.С-ზე ნაკლები და +50გრად.С-ზე მეტი ტემპერატურებისთვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ SAE 0W-30 და SAE 10W-60 სინთეტიკური ძრავის ზეთები.
მოძმე რუსეთის მიერ დამზადებული ზეთების ურთიერთცვალებადობა ბურჟუაზიულ ზეთებთან მიმართებაში:ზეთის ტიპი ზეთის ტიპი
ГОСТ 17479.1 API ГОСТ 17479.1 API
А SB Д1 SF
Б1 SC Д2 CD
Б2 CA Е1 SG
Б SC/CA Е2 CF, CF-4
В1 SD მსგავსი ზეთი ჯერ არც დასიზმრებიათ SH
В2 CB SJ
В SD/CB CG-4
Г1 SE CH-4
Г2 CC SL
Г SE/CC CI-4
თანამედროვე ძრავის ზეთების შედარებითი კლასიფიკაციის შედარებითი ცხრილი:ზეთის კლასიფიკაცია ACEA API ILSAC MB VW ГОСТ17479.1
ბენზინისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების ძრავისათვის А1-98 SH GF-1 229.3 503.00 -
А2-96 SH - 229.1 502.00 Д1
А3-98 SJ GF-2 229.3 503.00 -
А3-99 SJ 229.5 503.01 -
А5-01 SL GF-3 -
-04 - GF-4 - -
მსუბუქი მაღალბრუნიანი დიზელისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების ძრავისათვის. В1-98 CE - 229.3 505.00 Д
В2-98 CE - 229.1
227.5
В3-98 CF-4 - 229.3 505.01 -
В4-98
(99) CG-4 229.5 506.00 -
В5-01 CH-4 - 506.01 -
მძიმე დიზელის ძრავიანი სატვირთო ავტომობილების, ”ჯიპის” და სატრაქტორო ტექნიკისთვის Е1-96 CD - 228.0 Е2
Е2-96 CF-4 - 228.1 Д2
Е3-96 CF-4 - 228.2
Е4-99 CG-4 - 228.3 -
Е5-99 CH-4 - 228.5 -
კითხვა პასუხი
როგორ განვსაზღვროთ, რომელი ზეთი ჩავასხათ ძრავში?
ცალსახა პასუხი არ არსებობს, როგორც წესი გაცვეთილ ძრავში, ანუ ძრავში, რომელიც ”ზეთს წვავს (ჭამს)” ჯობია სქელი ზეთი ჩავასხათ.
ახალგამოცვლილი ზეთი მალე გაშავდა
ა) თუ უფრო ხარისხიანი ზეთი ჩაასხით, ვინემ იყო, მას კარგი გამომრეცხი თვისებები აქვს, ამიტომაც ძველი ზეთის ნალექი გამორეცხა და გაშავდა.
ბ) ძრავის კარტერში ხვდება წვის პროდუქტები, რაც იწვევს ზეთის ჟანგვას და გაშავებას
დ) ზეთი უხარისხოა
რატომ შავდება ზეთი დროთა განმავლობაში?
ძრავი დაბალი ხარისხის საწვავით მუშაობისას წარმოქმნის არასრული წვის ნარჩენს მურის სახით (იგი შავი ფერისაა), ეს ნარჩენი სეერევა ზეთს და აშავებს მას. გარდა ამისა ზეთს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე უწევს მუშაობა ამიტომ იგი ნაწილობრივ ჟანგვას და გახრწნას განიცდის, რის გამოც მასში წარმოიქმნება მუქი ფისისებრი ნარჩენი.
შეიძლება თუ არა ზეთს შეურიოთ სხვადასხვა დანამატები?
უმჯობესია არა, რადგან ნორმალური ზეთი ტავად სეიცავს მისთვის საჭირო ყველა კომპონენტს. დანამატები ზეთში, შეიძლ;ება მის რომელიმე თვისებას აუმჯობესებდეს, მაგრამ აუცილებლად გააუარესებს რომელიმე სხვა პარამეტრს.
რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს ზეთის ფილტრი?
აუცილებლად ზეთის ყოველი გამოცვლისას. ფილტრის დანიშნულებაა მოაშოროს ზეთს მეტალის ნამცეცები და წარმოქმნილი ჭუჭყი, როცა ამ ფილტრი გაჭუჭყიანდება დამცავი კლაპანი გაიხსნება და სისტემაში აღარ მოხდება ზეთის გაფილტვრა.
როდის უფრო ინტენსიურად ჭუჭყიანდება ზეთი?
მოკლე მანძილებზე მოძრაობისას, მტვრიან გარემოში ხშირი გადაადგილებისას, ინტენსიურ მოძრაობაში, ცივ ამინდში, ცხელ ამინდში, მთიან ადგილებში, მძიმე ტვირთების გადატანისას.
თუ ავტომობილს კვირაში ერთხელ დავქოქავთ და ცოტას გავისეირნებთ, ზეთი უფრო ხშირად უნდა გამოიცვალოს, რადგან ძრავი ვერ ასწრებს მუშა ტემპერატურამდე გახურებას და ზეთში წარმოქმნილი წყლის კონდენსატის და შერეული საწვავის აორთქლებას, ეს მინარევები წვის პროდუქტებთან ერთად ზეთში მჟავას წარმოქმნიან, რაც ძრავის შიდა მუშა ზედაპირების შეზეთვის მაგივრად მის კოროზიას და სწრაფ ცვეთას გამოიწვევს. ზეთში წარმოქმნილი მჟავა მას ზომაზე მეტად ასქელებს, თან ადვილად მიაცხვება ძრავის წვრილ საზეთე არხებში, რის გამოც მოხდება ამ არხების ბლოკირება და ძრავის გარკვეული ნაწილი შეზეთვის გარეშე რჩება.
მტვრიან გარემოში ხშირი მოძრაობისას, ვინაიდან არ არსებობს იდეალური ჰაერის ფილტრი, მტვრის ნაწილაკები ხვდება რა ძრავში, ერევა ზეთს და იწვევს ნალექის წარმოქმნას, იგივე ხდება ზამთარში მარილ ან ქვიშამოყრილ გზებზე გადაადგილებისას. ცხელ ამინდში, მძიმე ტვირთების გადატანისა და მთაგორიან ადგილებში გადაადგილებისას ინტენსიურად ხდება ზეთის ჟანგვა და შესაბამისად უზომოდ გასქელება, რის შედეგადაც იგი ვერ აღწევს ძრავის ყველა მუშა ზედაპირს და იწვევს მის სწრაფ ცვეთას.
ზეთის გამოყენების თვალსაზრისით ოპტიმალური რეჟიმია - დიდ მანძილებზე, კარგ ამინდში, სწორ გზაზე, ნაკლები ტვირთით და ოდნავ მომეტებული სიჩქარით გადაადგილება. ძრავის ინსტრუქციაში მითითებული ზეთის საშუალო გარბენი ან თავად ზეთის პარამეტრებით გათვალისწინებული, მისი გამოცვლის ინტენსივობა სწორედ ამ რეჟიმებს გულისხმობს. ასე, რომ ზეთი გამოცვალეთ არა მარტო კილომეტრაჟის გათვალისწინებით, არამედ მისი გამოყენების რეჟიმის გათვალიწინებითაც.
შეიძლებათუ არა ზეთის ხარისხმა საწვავის ხარჯვა შეცვალოს?
ძრავის მიერ საწვავის ხარჯვა, იძლევა ენერგიას, რომელიც მოძრაობაში გარდაიქმნება. ამ ენერგიის ნაწილი ავტომობილის მოძრავი დეტალების ურთიერთქმედების წინააღმდეგობის (ხახუნის) დაძლევაზე იხარჯება. თუ ზეთი უხარისხობის გამო არაეფექტურად ახდენს ხახუნის შემცირებას, საწვავის ხარჯიც შესაბამისად იზრდება.
რა იწვევს ძრავში ზეთის დონის სწრაფი შემცირებას?
ნებისმიერი ძრავი ასე თუ ისე ზეთს ხარჯავს, როდესაც ძრავში დგუში ქვემოთ გადაადგილდება, ცილინდრის კედელზე რჩება ზეთის ძალზედ თხელი ფენა, რომელიც აფეთქების მომენტში რათქმაუნდა დაიწვება. 1000 კილომეტრზე 0,5 ლიტრი ზეთის კლება ნორმალურად ითვლება. ზეთის მომეტებული ხარჯვაა ძველ გაცვეთილ ძრავებში, სადაც დგუშის გაცვეთილი რგოლები ვერ უზრუნველყოფენ ცილინდრის ზედაპირიდან ზეთის სრულყოფილად ჩამოწმენდას.
ზეთის ხარჯვა დამოკიდებულია სეზონზეც, ზაფრულში, როდესაც ძრავი ხანგრძლივად იმყოფება მუშა მდგომარეობაში და კარგად ხურდება, ზეთში შერეული წყლის კონდენსატი და საწვავის ნაწილი ადვილად ორთქლდება, რის გამოც ზეთის დონე უფრო ინტენსიურად იკლებს ვიდრე ზამთარში.
ზამთარში მოკლე მანძილებზე გადაადგილებისას ეს პროცესი ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას და ზეთში ერევა დაუწვავი ბენზინის ნაწილი, ამიტომ დონემ შეიძლება მოიმატოს კიდევაც (5-10%-ით). თუ ზამთარში ძრავი კარგად გათბება, მასში ეს მინარევები სწრაფად აორთქლდება და შეიქმნება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ზეთმა მოიკლო.
იცოდეთ მეტი ძრავის ზეთების შესახებ
რისთვის არის საჭირო ძრავის ზეთი?
ძრავის ზეთი ავტომობილების შიდაწვის ძრავებში საჭიროა მოხახუნე ზედაპირების შესაზეთად, გაცხელებული ნაწილების გასაცივებლად, ცილინდრ-დგუშის ჯგუფის ჰერმეტიზაციისათვის, აგრეთვე ცვეთის პროდუქტების, დაჟანგული ზეთის ნაწილაკებისა და დაუმწვარი საწვავის ნარჩენების მოსაცილებლად ძრავიდან.
საზეთი მასალების თეორია
საზეთი მასალების ძირითადი დანიშნულებაა ხახუნის და ნაწილების ცვეთის შემცირება.
საზეთი მასალები სამი სახისაა: თხევადი - მათ ჩვეულებრივ უწოდებენ ზეთებს; პლასტიკური - მათ ეწოდება საცხები, და მყარი (გრაფიტი, მოლიბდენის დისულფიტი და ზოგიერთი სხვა). ზეთები დანიშნულების მიხედვით იყოფა ძრავის, ტრანსმისიის, ინდუსტრიულ, კომპრესორის და სხვა ზეთებად. ძრავის ზეთები მუშაობს ძალიან რთულ პირობებში და განუწყვეტლივ განიცდის მექანიკურ დატვირთებს ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვალებადობის პირობებში, შეხებაშია საწვავის წვის პროდუქტებთან და ჰაერის ჟანგბადთან. ტრანსმისიის ზეთები და პლასტიკური საცხები მუშაობს შედარებით თანაბარი ტემპერატურების, წნევისა და დატვირთვების მქონე გარემოში, ამიტომ ისინი ძრავის ზეთებზე უფრო ხანგამძლეა და არ კარგავს საჭირო თვისებებს. ნებისმიერი თანამედროვე ზეთი შედგება ზეთის ფუძისაგან - „ბაზისაგან“, რომელიც განსაზღვრავს მის ძირითად სიბლანტურ-ტემპერატურულ მახასიათებლებს, და „დანამატების პაკეტისაგან“, რომლის საშუალებითაც საბაზო ზეთს ეძლევა ზოგიერთი ახალი თვისება და უმჯობესდება უკვე არსებული თვისებები, მაგალითად, გამრეცხი, კოროზიის საწინააღმდეგო, აგრესიის საწინააღმდეგო, დაჟანგვის საწინააღმდეგო და სხვა. უკვე ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საბაზო ზეთად იხმარება მინერალური ზეთი. ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს მინერალურ ფუძეზე ბაზრის განუზომლად დიდი წილი უკავიათ, ვიდრე სინთეტიკურ პროდუქტებს.
მინერალური ზეთები
მინერალური ზეთები წარმოადგენს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნედლი ნავთობის გამოხდით მიღებულ პროდუქტებს. ნავთობი არის მრავალი ქიმიური შენაერთის რთული ნარევი, რომელიც ძირითადად შედგება ნახშირწყალბადებისაგან გოგირდიდის, აზოტის, ჟანგბადის შენაერთებით, ლითონთა მარილებითა და წყლით. ნავთობის ქიმიური შემადგენლობა და, შესაბამისად, თვისებები დიდად არის დამოკიდებული საბადოზე. ამიტომ მინერალური ზეთების საწარმოებლად იყენებენ სპეციალურ ნავთობს, პარაფინების დიდი შემცველობით, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ ზეთოვანს. საბაზო მინერალური ზეთების მიღება იწყება ნედლი ნავთობის გამოხდით.
ნედლი ნავთობის გამოხდა
ნავთობი ხურდება დაახლოებით 350°C ტემპერატურამდე. ნაწილობრივ იგი ორთქლდება და თავისი კომპონენტების მოლეკულური წონის მიხედვით იყოფა ფენებად (ფრაქციებად), რომლებსაც იღებენ სვეტის სხვადასხვა თეფშებიდან. პროცესის მსვლელობის დროს წარმოქმნილი ფრაქციები (გამოსახდელი სვეტის ზემოდან ქვემოთ): აირი (სურათზე ნაჩვენები არ არის), ნავთი, დიზელის საწვავი, ატმოსფერული ნარჩენი (მაზუთი), რომელიც გამოიყენება ზეთებისა და ბითუმის დასამზადებლად. მიღებული მაზუთის შემდგომი გახურება ფრაქციების მისაღებად არ შეიძლება, რადგან 350°C-ზე მეტ ტემპერატურებზე იწყება შეუქცევადი პროცესები, ესე იგი მაზუთი იქცევა კოქსად. ამიტომ შემდეგი მაზუთის გადამუშავების შემდეგი პროცესი არის ვაკუუმური გამოხდა.
ვაკუუმური გამოხდა
ატმოსფერულ ნარჩენში (მაზუთში) მსუბუქი ფრაქციების გამოხდის შემდეგ რჩება სამი ძირითადი კომპონენტი: პარაფინები, ნაფტენები, არომატული ნაერთები. ი8სინი იგზავნება ვაკუუმური გამოხდის სვეტში, სადაც ნახშირწყალბადები ორთქლდება უფრო დაბალ ტემპერატურაზე, რაც თბური დაშლის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. კოლონის ზედა ნაწილში იკრიბება ვაკუუმური ნახადი, ქვედა ნაწილში - ვაკუუმური ნარჩენი. ამ ორს შორის მოთავსებული ფრაქციების სამი ან ოთხი ფენა სცილდება. სანამ საბაზო მინერალურ ზეთებად გამოიყენებენ, მათ წმენდენ. არსებობს ვაკუუმური გამოხდის ფრაქციების გაწმენდის რამდენიმე ათეული პროცესი, სანამ ისინი გახდება სასაქონლო საბაზო მინერალური ზეთები, და საჭირო მეთოდიკა და თანმიმდევრობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეირჩევა ცალ-ცალკე, ნედლი ნავთობის თავირებურებების, შემადგენლობის გათვალისწინებით. ნავთობის ყოველი მსხვილი კომპანია ცდილობს შექმნას საბაზო ზეთების წარმოების, გაწმენდისა და მოდიფიკაციის საკუთარი პროცესები, რომლებიც არა მარტო განსხვავებული იქნება, არამედ ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელიც და საუკეთესო ხარისხისაც. ასე იღებენ სხვადასხვა სიბლანტის საბაზო ზეთებს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი აორთქლების ტემპერატურა ვაკუუმური გამოხდის პროცესში. სასაქონლო ძრავის ზეთი, როგორც წესი, შედგება სხვადასხვა სიბლანტის საბაზო სეთების მთელი ნაკრებისაგან. საბაზო მინერალურ ზეთს აქვს შემდეგი უპირატესობები სინთეზურ ზეთებთან შედარებით: შედარებით მცირე ღირებულება, წარმოების სიმარტივე, საუკეთესო შერევის უნარი, ჰიდროლიზური გამძლეობა და დანამატების ხსნადობა. ნაკლოვანებები კი ასეთია: სიბლანტის დაბალი მაჩვენებელი, გამყარების მაღალი ტემპერატურა, მაღალი აორთქლებადობა და და დაბალი გამძლეობა თერმოჟანგვის მიმართ.
NOx-ის რაოდენობის შემცირება გამონაბოლქვში EGR სისტემის საშუალებით.
გამონაბოლქვის მავნეობის შემცირების ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა NOx-ის შემცველობის შემცირება. აზოტის ჟანგეულები არ წარმოადგენს წვის პროდუქტს, მათი წარმოქმნა ხდება წვის კამერაში მაღალი ტემპერატურებისა და წნევის პირობებში. აზოტი (~79%) და ჟანგბადი (~21%), რომლებიც ატმოსფერული ჰაერის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია, ასეთ პირობებში წარმქმნის მომწამვლელ ჟანგეულებს. არსებობს ამ საკითხის გადაჭრის ორი გზა. ერთ-ერთი მათგანია ჟანგეულების აღდგენა N2-მდე შერჩევითი კატალიზური აღდგენის - SCR-ს (Selective Catalytic Reduction) საშუალებით. მეორე მეთოდი ეფუძნება წვის კამერაში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას. ჟანგბადის შემცველობის შემცირება იწვევს იმას, რომ თითქმის მთელი ჟანგბადი იხარჯება საწვავის წვაზე. ამის ხარჯზე მცირდება აგრეთვე საწვავისა და ჰაერის ნარევის ტემპერატურა. როგორ ხორციელდება ჟანგბადის შემცველობის შემცირება? რეცირკულაციის სისტემის - EGR-ს (Exhaust Gas Recirculation) პრინციპი მდგომარეობს შემშვებ არხში გამონაბოლქვი ჰაერის ნაწილობრივ მიწოდებაში საგანგებო სარეგულირებელი სარქველის საშუალებით (იხ. სურათი ქვემოთ).
EGR სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები:
1. ძრავის მუშაობის გაუარესება. მატულობს ჭვარტლის წარმოქმნა.
2. მატულობს „დატვირთვა“ ძრავის ზეთზე. სტანდარტულ ძრავაში ზეთის აფსკი ეხება აგრესიულ გამონაბოლქვ აირებს მხოლოდ 2 ტაქტის განმავლობაში -სამუშაო სვლისა და გამოშვების დროს, ხოლო EGR სისტემის დროს - 4-ივე ტაქტის განმავლობაში. ამგვარად, ზეთის დაძველების პროცესი ჩქარდება.
3. მომთხოვნელობა საწვავის ხარისხის მიმართ EGR-ს სარქველის ხშირი დაზიანების გამო.
გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის სისტემა პირველად დაყენდა სატვირთო ავტომობილების დიზელის ძრავებზე, რადგან სწორედ მათთვის იყო მნიშვნელოვანი Nox-ის გამობოლქვის საკითხი. მაგრამ ამ სისტემის გამოყენება დაიწყეს მსუბუქი ავტომობილების ბენზინის ძრავებშიც.
ძრავების ზეთების ახალი სპეციფიკაცია კომერციული ტექნიკისათვის
2006 წლის 13 ოქტომბერს ნავთობის ამერიკულმა ინსტიტუტმა (API) დანერგა სატვირთო ავტომობილების დიზელის ძრავების ზეთების ახალი კლასიფიკაცია CJ-4. ბუნებრივია, იგი ცვლის ყველა მანამდე არსებულს, აგრეთვე იძლევა ჭვარტლის ფილტრიან ძრავებში API CJ-4 სპეციფიკაციის ძრავის ზეთების გამოყენების საშუალებას. რადგან ჭვარტლის ფილტრის არსებობა გულისხმობს მცირენაცრიანი ზეთების გამოყენებას, CJ-4 ზღუდავს სულფატურ ნაცრიანობას არა უმეტეს 1.0%-ის დონემდე, და ზღუდავს გოგირდისა და ფოსფორის შემცველობას. დიაგრამაზე ნაჩვენებია CJ-4-ის საექსპლუატაციო განსხვავება CI-4 Plus-ისა და CI-4-ისაგან.
ერთ-ერთმა ნავთობქიმიურმა ქარხანამ უკვე წარმოადგინა დანამატების ახალი პაკეტი ძრავის ზეთების წარმოებისათვის, რომლებიც შეესაბამება API CJ-4-ს. დღეისათვის არცერთ ზეთის მწარმოებელ კომპანიას არ გამოუშვია ბაზარზე API CJ-4 კლასიფიკაციის ძრავის ზეთი, მაგრამ ეს უახლოესი თვეების საქმეა.
შეამოწმეთ ძრავის ზეთის დონე
ძრავის ზეთის გარეშე ვერსად ვერ წახვალთ. თუ ბენზინის ავზი ცარიელია, თქვენ, უბრალოდ, ავსებთ მას და აგრძელებთ გზას. მაგრამ თუ ძრავაში საკმარისი ზეთი არ არის, მაშინ მდგომარეობა გაცილებით რთულია. გაჩერდება ძრავა, მგზავრობა შეუძლებელი გახდება, და დაზიანებული ძრავის შეკეთება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.
რას აკეთებს ზეთი ძრავაში?
ძრავას ზეთი იცავს ძრავას. იგი ზეთავს ლითონის ნაწილებს და ამცირებს ლითონის ზედაპირების ხახუნისაგან წარმოქმნილ ცვეთას. ზეთი აგრეთვე წმენდს ძრავას წვის მავნე პროდუქტებისაგან, აცივებს ძრავას და თავიდან გვაცილებს მისი ნაწილების დაჟანგვას.
რა მოსდის ზეთს?
ყველა ძრავა ხარჯავს ძრავის ზეთს; არც ყველაზე ბოლო ძრავებია გამონაკლისი. ხარჯვამ შეიძლება მიაღწიოს 0.5-1 ლიტრს გზის ყოველ 1 000 კილომეტრზე და დამოკიდებულია მანქანის მარკაზე და მისი მფლობელის ტარების სტილზე. ზეთის დონის საცემის დროს ძრავა იწყებს დარჩენილი ზეთის უფრო მეტად გამოყენებას, რაც თავის მხრივ იწვევს ზეთის თვისებების უფრო სწრაფ ცვლილებას.
დაამატეთ სწორად შერჩეული ძრავის ზეთი
დამატების დროს ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ისეთივე ხარისხიანი ზეთი, როგორიც იყო ჩასხმული ტექნიკური მომსახურების დროს. უმჯობესია დასამატებელი ზეთი იყიდოთ პირდაპირ ტექმომსახურების სადგურებში.
როდის არის საჭირო ძრავის ზეთის დონის შემოწმება?
ეს უნდა ტარდებოდეს ყოველთვის, სასურველია კვირაში ერთხელ ავტომობილების მწარმოებელი ფირმების უმეტესობის მითითებების შესაბამისად. ჩაატარეთ ზეთის დონის ჩვეულებრივი შემოწმება ყოველი ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ან ხანგრძლივი მგზავრობის წინ.
მოქმედებს თუ არა ზეთის ხარჯვაზე ის, თუ როგორ ატარებთ ავტომობილს?
გახსოვდეთ, რომ ძრავა ხარჯავს მეტ ძრავის ზეთს, თუ თქვენი ავტომობილი გამოიყენება ჩვეულებრივისაგან განსხვავებულ პირობებში, მაგალითად:
• სწრაფი სვლის დროს;
• მისაბმელის გაწევის დროს;
• საავტომობილო საცობებში და უქმ სვლაზე.
ძრავის ზეთების თავისებურებები წყლისა და სამოტოციკლეტო ტექნიკისათვის
ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მატულობს მოტოციკლებით, ძრავიანი ნავებითა და წყლის სკუტერებით გატაცებულ ადამიანთა რაოდენობა. მაგრამ ამასთან ერთად წამოიჭრება საზეთი მასალების სწორად შერჩევის საკითხი. როგორ გავერკვეთ ძრავების სახეებში და მათთვის საჭირო ზეთების კლასიფიკაციაში?
ამჟამად გამოიყენება ორტაქტიანი (Two Stroke – “2T”) და ოთხტაქტიანი (Four Stroke – “4T”) ძრავები წყლისა და მოტო ტექნიკისათვის.
ორტაქტიანი ბენზინის ძრავების პრინციპი ეფუძნება ორი ტაქტისაგან შემდგარ სამუშაო ციკლს. ოტტაქტიან ძრავებს არ გააჩნია ზეთის კარტერი და იზეთება ან საწვავის ნარევით, რომელიც შედგება ბენზინისა და ზეთისაგან (ჩვეულებრივ 1:50), ან ცილინდრში ზეთის შეფრქვევის საშუალებით. საწვავის დაწვის შემდეგ დარჩენილი ზეთი გამოიდევნება გამონაბოლქვ აირებთან ერთად, ამიტომ ძრავის ზეთის სრული დაწვის, კვამლის წარმოქმნისა და ბიოლოგიური ხრწნის პრობლემებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
სიმძლავრისა და სამუშაო მოცულობის მიხედვით ორტაქტიანი ძრავები იყოფა შემდეგნაირად:
• მცირე, სამუშაო მოცულობით 50 სმ3-მდე;
• საშუალო, სამუშაო მოცულობით 50-200 სმ3;
• დიდი, სამუშაო მოცულობით 200 სმ3-ზე მეტი;
ორტაქტიანი ძრავის ზეთების თითქმის ყველა კლასიფიკაცია ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:
• საზეთი თვისებები:
რგოლების მიწვა,
აგრესიულობით გამოწვეული ცვეთა;
• სარეცხი თვისებები:
დანალექების, ნამწვის, ლაქის წარმოქმნა,
ნაადრევი აალება;
• ეკოლოგიური თვისებები:
გამონაბოლქვი აირების მომწამვლელობა,
• კვამლწარმოქმნა,
• ზეთის ბიოლოგიური ხრწნა.
API-ს (ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის) მიხედვით ორტაქტიანი ძრავების ზეთების კლასიფიკაციის სისტემაში საფუძვლად მიღებულია ძრავის სამუშაო მოცულობა და გათვალისწინებულია შემდეგი კლასები:
API TA - ძრავების ზეთები, რომლებიც განკუთვნილია მცირე ძრავებისათვის სამუშაო მოცულობით 50 სმ3-მდე, ჰაერის გაცივებით. ასეთი ძრავები გამოიყენება მოპედებში, ბალახის საკრეჭებში, მცირე გენერატორებში და ა. შ.
API TB - ძრავების ზეთები, რომლებიც განკუთვნილია სწრაფი ძრავებისათვის სამუშაო მოცულობით 50-200 სმ3, ჰაერის გაცივებით, დიდი დატვირთვებისათვის. ასეთი ძრავები გამოიყენება მოტოროლერებში, მოტოციკლებში, ბენზინის ხერხებში.
API TC - ძრავების ზეთები, რომლებიც განკუთვნილია ზეთის ხარისხისადმი დიდი მოთხოვნების მქონე ძრავებისათვის სამუშაო მოცულობით 50-200 სმ3 მეტი, ჰაერის გაცივებით და საწვავის/ზეთის მეტი თანაფარდობით. გამოიყენება მოტოციკლებში, თოვლმავლებში და სხვ. (გარდა ძრავიანი ნავებისა).
API TD - ძრავების ზეთები, რომლებიც განკუთვნილია ნავების დასაკიდი ძრავებისათვის, ჰაერის გაცივებით. შეესაბამება NMMA TC-W-ს ხარისხის მოთხოვნებს.
ნავების თანამედროვე ძრავების უმეტესობას გააჩნია წყლით გაცივება. ასეთი ძრავების ზეთებისათვის დადგენილია კვამლწარმოქმნისა და ზეთის ნარჩენების ბიოლოგიური ხრწნის მკაცრი მოთხოვნები. მოთხოვნები ხარისხის მიმართ და ასეთი ძრავის ზეთების აღნიშვნები რეგლამენტირდება NMMA-ს - გემის ძრავების მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ.
NMMA TC-W-ს სისტემით დღეისათვის არსებობს ხარისხის სამი კლასი მოთხოვნათა ზრდის მიხედვით: NMMA TC-W, NMMA TC-WII, NMMA TC-W3.
იაპონიაში დაგროვილია მოტოციკლების ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი ძრავების ექსპლუატაციისა და წარმოების უდიდესი გამოცდილება, ამიტომ იაპონიის საავტომობილო სტანდარტების ორგანიზაციის - JASO-ს სტანდარტები-სპეციფიკაციები სულ უფრო მეტ აღიარებას იძენენ. JASO-მ შეიმუშავა სტენდური გამოცდების 4 ახალი მეთოდი ძრავის ზეთების ხარისხის განსაზღვრისათვის. გათვალისწინებულია ძრავის ზეთების ხარისხის შემდეგი კლასები-დონეები:
JASO FA - მოტოციკლებისა და სხვა მანქანების ორტაქტიანი ძრავებისათვის (ზეთები გათვალისწინებულია განვითარებად ქვეყნებში გამოსაყენებლად);
JASO FB - მოტოციკლებისა და სხვა მანქანების ორტაქტიანი ძრავებისათვის (უმცირესი მოთხოვნები იაპონიაში გამოსაყენებლ
This post has been edited by kakhakakhiani on 3 Sep 2009, 17:00