ხალხნო,
ადრეც ავღნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. სპეციალურად ხელოსნებისთვის გავაკეთე საძიებო სისტემა xelosani.info სადაც შეგიძლიატ დაამატოთ თქვენით ახალი განცხადება ან შეაფასოთ და დაამატოთ ახალი სპეციფიკაციები არსებილ განცხადებას.
იმისთვის რომ მომავალში უფრო კომფორტული იყოს ხელოსნის მოძიება, მომაწოდეთ ინფორმაცია თუ გეზარებათ თქვენით შევსება რომლისთვისაც საჭიროა შემდეგი მონაცემები:
1. ხელოსნის სახელი;
2. მისი ტელეფონის ნომერი (თუ რამოდენიმე აქვს შეგიძლიათ ყველა მომაწოდოთ);
3. კატეგორია - ანუ რომელი მიმართულებით მუშაობს ეს ხელოსანი(ძრავი, ხადავოი და ასე შემდეგ);
4. ქალაქი - რომელ ქალაქში მუშაობს;
5. მარკა და მოდელი - ყველა ის მარკა და მოდელი რომლითაც იყავით მისული კონკრეტულ ხელოსანთან;
6. კოორდინატები რუკაზე - ანუ სად აქვს ბოქსი ხელოსანს. ამისათვის გავაკეთე სპეციალური გვერდი. შებრძანდით აქ -
http://xelosani.info/GetLatLng.html მოძებნეთ რუკაზე ის ადგილი სადაც ხელოსან აქვს ბოქსი და დაკლიკეთ მაგ ადგილზე. დაკლიკვის შემდეგ რუკის ზემოთ ორ ტექსტურ ველში ავტომატურად შეივსება კოორდინატები რომელბსაც ქვიათ: Latitude და Longitude. მაგ ორივე ველიდან მოაკოპირეთ მნიშვნელობები და მომწერეთ.
7. შეაფასეთ - ხუთ ბალიანი შკალით, რამდენ ბალს დაუწერდით ამ ხელოსანს;
8. კომენტარი - თუ რაიმე კომენტარის დართვა გსურთ, მომწერეთ.
გაითვალისწინეთ რომ ყველა ზემოთ ნახსენები 8 პუნქტი აუცილებელია, იმიტომ რომ სისტემა იყოს ნორმალური მონაცემებით შევსებული და ხალხმა ნორმალურად მოძებნოს თავისთვის საჭირო ხელოსანი.