კარბურატორიან ძრავის კვების სისტემაკარბურატორიანი ძრავის კვების სისტემის დანიშნულებაა მომზადება სამუშაო ნარევის, რომელიც შესდგება საწვავის ორთქლისა და ჰაერისგან. მომზადებული ნარევი უნდა მიეწოდოს ცილინდრს და ასევე უნდა მოხდეს ცილინდრიდან ნამუშევარია აირების გამოდევნა.

ნახაზზე წარმოდგენილია პრინციპიალური სქემა კვების სისტემისა კარბურატორიანი ძრავით. საწვავი ავზიდან ფილტრ-სალექარის გავლით ბენზინის ტუმბოთი სუფთად მწმენდი ფილტრის შემდეგ მიეწოდება კარბურატორს. ამ უკანასკნელში ჰაერის ჰაერის ფილტრიდან შედის ჰაერიც. კარბურატორში მომზადებული ნარევი შემშვები მილსადენის გავლით მიეწოდება ცილინდრს. მილსადენში ხდება ნარევის ტემპერატურის დაწევა
საწვავის ტუმბო
საწვავის ტუმბო მიაწოდებს საწვავის საჭირო რაოდენობას ავზიდან კარბურატორის ტივტივა კამერას. საწვავის ტუმბო არის ელექტრონული და მექანიკური. ეს უკანასკნელი უმეტესად მემბრანის საშუალებით ახდენს საწვავის მიწოდების რეგულირებას. თანამედროვე ავტომობილებში უფრო ხშირად გამოიყენება ელექტრო ტუმბო, რომლის კანსტრუქციაზე და მუშაობის პრინციპზე არაფერი ვიცი, ამიტომ ავღწერ მამაპაპურ მექანიკურ ტუმბოს.
დამჭიმი ზამბარის საშუალებით მემბრანა იმყოფება უკიდურეს ზედა მდგომარეობაში, როდესაც მუშტას საშუალებით ბერკეტის მარჯვენა ბოლო აიწევა ზევით, მარცხენა მხარე ჩამოიწევა ქვევით ჩანგალისებური ბოლოს საშუალებით ღეროს ჩამოსწევს ქვევით. ამის შედეგად მემბრანა ჩამოიწევა ქვევით და მის თავზე წარმოიქმნება გაუხშოება. იხსნება შემომშვები სარქველი და შეიწოვება საწვავი. როდესაც ბერკეტის მარჯვენა ბოლოზე მუშტას ზემოქმედება შეწყდება ზამბარა მემბრანას გადაადგილებს ზევით, რაც მემბრანას ზედა სივრცეში წარმოქმნის წნევას, ამიტომ იხსნება გადამშვები სარქველი ( თავისთავად ცხადია, რომ შემშვები სარქველი იკეტება) და საწვავი მიეწოდება კარბურატორს.
იმ შემთხვევაში, როდესაც კარბურატორის ტივტივას კამერაში ნემსა შესასვლელ ხვრელს ჩაკეტავს, ბენზინის მიწოდება შეწყდება, მემბრანა დარჩება უკიდურეს ქვედა მდგომარეობაში. ამ დროს ბერკეტის რხევა ხორციელდება როგორც უქმი სვლა. როგორც კი ტივტივას კამერაში დონე დაიწევს და ნემსა გახსნის შემშვებ ხვრელს სამუშაო პროცესი წარიმართება ჩვეულებრივ, ზემოთ არნიშნულ თანმიმდევრობით.
უმარტივესი კარბურატორი
უმარტივესი კარბურატორი შესდგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან: ტივტივა, კამერა ტივტივათი, ჟიკლიორი, გამფრქვევი, დიფუზორი და სადროსელო მისაფარი.
ტივტივას კამერაში საწვავი შემოდის ტუმბოს საშუალებით. საკმარისი დონის მიღწევისას ნემსა კეტავს შემოსასვლელ ხვრელს და საწვავის მიწოდება წყდება.
გამფრქვევის გამოსასვლელი ხვრელის სიმაღლე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ იგი ოდნავ აღემატებოდეს საწვავის დონეს, რათა არ მოხდეს საწვავის თვითნებურად გადმოსვლა.
საჰაერო მილში დაყენებულია დიფუზორი. მისი დანიშნულებაა მოძრავის ჰაერის სიჩქარის გაზრდა, რაც იწვევს გაუხშოების ზრდას. დიფუზორის ქვემოთ დაყენებულია სადროსელო მისაფარი. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია სატერფულთან, რომელზე ზემოქმედებითაც მძღოლი არეგულირებს მიწოდებული საწვავის რაოდენობას. მილის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია დიფუზორსა და სადროსელო მისაფარს შორის წარმოადგენს შემრევ კამერას.
ძრავის მუშაობისას ჰაერი მოძრაობს მილში ზევიდან ქვევით. წარმოქმნილი გაუხშოების შედეგად ხდება გამფრქვევიდან საწვავის გადმოსვლა და მისი გაფრქვევა შემოსულ ჰაერის ნაკადში. შემრევ კამერაში საწვავის ნაწილი ორთქლდება და წარმოიქმნება სამუშაო ნარევი.
ცხადია, რომ უმარტივეს კარბურატორს სჭირდება მახასიათებლის გაუმჯობესება, რისთვისაც მას აქვს მთელი რიგი დამატებითი მოწყობილობები: მთავარი მადოზირებელი მოწყობილობა, უქმის სვლის მოწყობილობა, ეკონომაიზერი და სხვა.
მაშ ასე:
მთავარი მადოზირებელი მოწყობილობა
მთავარი მადოზირებელი მოწყობილობა უზრუნველყოფს ისეთი სამუშაო ნარევის მომზადებას, რომელიც თავისი შემადგენლობით ახლოსაა ეკონომიურ ნარევთან. უმარტივესი კარბურატორისგან მთავარი მადოზირებელი მოწყობილობა განსხვავდება ჭით, რომელსაც აქვს ნახვრეტებიანი მილი და საჰაერო ჟიკლიორი. ჭიში საწვავის ჟიკლიორიდან შედის საწვავი, რომელიც შეერევა ჟიკიორიდან შემოსულ ჰაერს, წარმოიქმნება ემულსია, რომელიც გამფრქვევიდან შედის დიფუზორში. საჰაერო ჟიკლიორის შერჩევით მიიღწევა დიფუზორში ნარევის გაღარიბება სასურველ სიდიდემდე.
უქმი სვლის მოწყობილობა
უქმის სვლის მოწყობილობა უზრუნველყოფს საწვავის ნარევის მომზადებას იმ შემთხვევაში, როცა სადროსელო მისაფარის მიხურვის გამო, მთავარი მადოზირებელი მოწყობილობა არ მუშაობს. უქმი სვლის მოწყობილობას აქვს ნახვრეტები (2) და (4) როცა სადროსელო მისაფარი მიხურულია, მის ქვედა არეში წარმოიქმნება გაუხშოება, რის შედეგადაც (8) უქმი სვლის საწვავის ჟიკლიორიდან (7) უქმის სვლის არხით (5) მილში შემოდის საწვავი, რომელიც შეერევა (6) საჰაერო ჟიკლიორიდან შემოსულ ჰაერს. რის შედეგადაც (5) მილში ვღებულობთ ემულსიას, რომელიც (4) ნახვრეტიდან შემოსულ ჰაერით კიდევ გაღარიბდება. აღნიშნული ნარევის რაოდენობის რეგულირება შეიძლება (3) უქმი სვლის ნემსით. მიეწოდება აღნიშნული ნარევი ძრავის ცილინდრებს, ძრავი მუშაობს უქმ სვლაზე და ამით მიიღწევა საწვავის ხარჯის მინიმუმდე შემცირება.
უქმ სვლაზე ძრავი კარბურატორი მუშაობს, როცა მანქანა დაქოქილია, მაგრამ გაჩერებულია ანუ "ხალხასტოიზე"
---------------------------------------------------------------
მალე დავწერ ინჟექტორზე და დიზელის ძრავის კვების სისტემაზე.
ხაზვის პროგრამას ვერ გაუგე და Paint-ით დავხაზე ეგ ნახაზები.
მინდოდა პრიველ პოსტში დამატება, მაგრამ ჩასწორებსი ფუნქცია ვერსად ვერ მოვძებნე.