datmeniმოდი მე წინების დაყენების პროცედურას მოკლედ ჩამოვაყალიბებ და ვისაც არ დაეზარება წაიკითხოს.
ძალიან ხშირად არის პრობლემა სამუხრუჭე სისტემის წრიპინზე, ღმუილზე და სხვა სახის პრობლემებზე.
მოდი ჩამოვთვალოთ რა არის ძირითადი ფაქტორები რითაც გამოირჩევა ხარისხიანი ხუნდა უხარისხოსაგან:
1) კარგი მუხრუჭი
2) კარგი თბოგამტარობა- ანუ მალე უნდა გასცემდეს სითბოს რომ გადახურებისაგან დაიცვას აპორნიც და კალოტკაც
3) უნდა ცვდებოდეს და შესაბამისად იცავდეს აპორნის გაცვეთისაგან
4) არ უნდა იბრიცებოდეს გახურებისას, ანუ დეპორმაციას არ განიცდიდეს.
სამუხრუჭე ხუნდი არის რეალურად ერთადერთი დეტალი რომელშიც ადამიანმა ზუსტადაც რომ არ უნდა დაზოგოს 20-30 ლარი, რადგანაც ცხოვრებაში შეიძლება სულ ერთხელ დაგჭირდეს მუხრუჭი და მაშინ გიმტყუნოს, შედეგად რაიმე უბედურება მოხდეს.
რეალურად ნორმალური მძღოლის ხელში, ნორმალური მოხმარების პირობებში ნორმალური ბრენდის ხუნდა 20-30 000 გადის. (ნუ მანქანასაც გააჩნია). გამოდის რომ სადღაც 1000 კმ ზე ვზოგავთ 1 ლარს. სირცხვილია პროსტა

ავღწეროთ ეხლა მუშაობა და შეცვლის პროცედურა:
შეიძლება მანქანაზე ეყენოს იაფიანი უხარისხო ხუნდა და არ წრიპინებდეს, დავაყენოთ ტოპ ბრენდი და ძვირიანი და იწრიპინოს. ეს რომ არ მოხდეს უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები.
1) სასურველია ვიცოდეთ რა ხუნდას ვყიდულობთ: საქართველოში არსებული ნორმალური ბრენდებია: ATE, JURID, TEXTAR, BOSCH, TRW, FERODO, BREMBO. AKEBONO, KASHIAMA არ ვარგა შემდეგი ბრენდები: MASSA, BESER, ASHIKA, BAYAN და სხვა თურქულ-ჩინურ-დუბაის ბრენდები. REMSA არის ყველაზე ცუდ ბრენდებში ყველაზე კარგი ბრენდი

2) უნდა ვიცოდეს აპორნების მდგომარეობა: თუ დახაზულია უნდა გაშლიფოვკდეს (წესით ყველა ქვეყანაში იცვლება თუმცა ჩვენ რეალობაში ეს დაივიწყეთ) და თუ დეფორმირებულია უნდა შეცვალოს ახლით. ასევე აუცილებლად უნდა მოშორდეს კიდეზე დარჩენილი კედელი რომ ხუნდი მაქსიმალურად კარგად დააჯდეს სამუხრუჭე დისკს.
3) გაიწმინდოს ყველა დეტალი რაც შეხებაშია სამუხრუჭე სისტემასთან: გაიხეხოს რკინის ჯაგრისით დამჭერები, გაიწმინდოს სუპორტი რომ პორშინმა თავისუფლად იმოძრაოს მასში, მოშორდეს ჟანგები ყველა მოძრავი დეტალიდან, გაიპოხოს დეტალები სპეციალური მაზით რომ სრიალის საშუალება ქონდეს ხუნდს სუპორტში.
4) თუ აპორტნი მაინც და მაინც კარგ მდგომარეობაში არაა ჩამობარგალკდეს ხუნდის ნაწილები ისე რომ მაქსიმალურად კარგად ეხებოდეს ხუნდი და დისკი ერთმანეთს.
5) წრიპინი იცის ასევე გადახურებულმა აპორნებმა და სამუხრუჭე ხუნდებმა
6) ეს პუნქტი მინდა გამოვყო ცალკე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ახალი ხუნდის სწორად "აბკატკის გავლა". წინა ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია ახალი ხუნდი მოვიდეს სამუშაო რეჟიმში, რაც ნიშნავს შემდეგს რომ, ქიმიური პროცესები მოხდეს სწორად. ხარისხიანი ბრენდების ხუნდები შეიცავენ ზედაპირზე ისეთ მასალას რომელიც საჭიროა რომ გაცხელდეს შესაბამის ტემპერატურამდე, რის შემდეგაც ის გადადის აპორნი დისკზე და ქმნის ერთგვარ აპკს, რაც იცავს აპორნის ცვეთსაგან და ქმნის იდეალურ ზედაპირს ხუნდსა და სამუხრუჭე დისკს შორის.
როგორ მოვიყვანოთ სამუხრუჭე ხუნდი სამუშაო მდგომარეობაში:?
შესაძლებელია ორი ვარიანტი:
1) მანქანას ავაწევინოთ 100კმ/სთ სიჩქარე და შემდეგ თანაბარი მუხრუჭით ჩამოვიყვანოთ იგი 50კმ/სთ მდე, შემდეგ ისევ იგივე, ასე დაახლოებით 7-8 კმ ოღონდ გაჩერების გარეშე, თუ მაინც მოხვდით შუქნიშანზე მაშინ ამოუწიეთ დგომის მუხრუჭი და არ დააჭიროთ მუხრუჭს ფეხი, თორემ გაცხელებული ხუნდა მიეკრობა აპორნის ერთ ადგილას და შეიქმნება არასწორი ზედაპირი.
2)იარეთ გაზ-ტორმუზით დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით ასევე 7-8 კილომეტრი, ოღონდაც ძალიან არ უნდა გადაახუროთ ხუნდები, ანუ პერიოდულად უნდა აუშვათ ფეხი მუხრუჭს და მერე ისევ დაადგათ.
მე პირადად მეორე ვარიანტი უფრო მიადვილდება და არასოდეს არ მქონია ხმაურის პრობლემა.
ნებისმიერ ევროპის თუ სხვა ქვეყანაში, ხუნდების შეცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ჩვენთან კი ზოგან 5-10 ლარი ღირს, ზოგან უფასოდ გივლიან, რეალურად მოხსნიან და აყენებენ და ვსო

ამიტომაც არის რომ მთელი საქართველო დადის წრიპინ-ჭყრიალით.
იმედია ცოტა მაინც გამოგადგათ ჩემი მწირი ცოდნა.
ნუ დაზოგავთ თანხას თქვენს სიცოცხლეში.