ესეთი კითხვა მაქვს,
Run-Flat საბურავები რა დიამეტრიდან იწყება?
მათ შესახებ აქ წავიკითხე :
http://en.wikipedia.org/wiki/Run-flat_tire და აქ:
http://ru.wikipedia.org/wiki/Run-flatროგორც მივხვდი ეგ ისეთი საბურავებია რომელიც რომს დაზიანდეს მაინც გატარებს 300 კილომეტრამდე, და თან 80-ით არის შესაძლებელი სიარული..
როგორც მივხვდი არის სამი ტიპის საბურავი რომლებსაც ეს შეუძლიათ,
1) ისეთი რეზინით დამზადებული რომ ჰაერის გასვლის შემთხვევაშიც კი გარე და შიდა კედლებს "უჭირავთ" მანქანის წონა და შესაძლებელია სიარულის გაგრძელება. ერთადერთ მინუსად სახელდება ის რომ ესეთი საბურავით ჰაერის გარეშე ბევრი რომ იარო შესაძლებელია აღარ აღდგეს
2) თვით-აღმდგენი საბურავები. როგორც ვხვდები შიგნით ისეთი რაღაც უსვია/ასხია რომ ნახვრეტის გაჩენისას ავსებს მას ამ მასით და ჰაერს ან არ აპარებს ანდ თუ აპარებს - ცოტას. მინუსი ისაა რომ დიდი ნახვრეტის გაჩენისას მაინც დაეშვება
3) დისკის გარშემო საბურავის შიგნით რაღაც დამატებითი საშუალება ყენდება რომელიც გატარებს დაშვების შემთხვევაში:

დამაინტერესა ამ საბურავებმა ძალიან - ვინმე თუ ხმარობთ ან გქონიათ შეხება რამდენად პრაკტიკულია ან თუ იშოვება მაინტერესებს ჩვენთან..
ისე საიდან დამაინტერესა და 2011-ის X5 ებს მოყვება თურმე სტანდარტულ კომპლექტაციაში