მე მიყენია Bridgestone Dueler H/T 689 All Season საბურავები და თოვლში და ტალახში მშვენივრად იარა.
ეგ ალბათ იმის დამსახურებაა, რომ მანქანა 4x4-ია და საბურავებიც შედარებით ახალი იყო.
არავინ კამათობს იმაზე, რომ თოვლში თოვლის საბურავი ჯობია All Season-ს, მაგრამ არის ისეთი მოდელები, მაგალითად
Michelin LTX M/S2
General Grabber HTS
Yokohama Geolandar H/T-S G051
რომელთა კლასიფიკაცია არის Highway All-Season და ძალიან მაღალი შეფასებები აქვს თოვლზე.
კიდევ ერთი ფაქტორი არის. თოვლის საბურავი რომ 50%-ზე ჩავა, ჩათვალე All-season გახდა All-season რომ 50%-ზე ჩავა, ჩათვალე Summer გახდა.
საქართველოში ხალხს, როგორც მგონია ახალ საბურავში ფულის გადახდა ძალიან ენანება და ძირითადად ყიდულობენ ელიავაზე ისეთ საბურავებს, რომელთაც მინიმუმ 50-60 გავლილი აქვთ. ეგეთი საბურავით ჩემი აზრით არასწორია განზოგადება.
მე პირადად ITA-ში აღმოვაჩინე General Grabber HTS ეს საბურავები და შემდეგ გამოცვლაზე ესენი უნდა დავაყენო ახლები.
ისე ინფორმაციისთვის ეს არის ძალიან კარგი site, სადაც ბევრ ინფორმაციას გაიგებთ საბურავებზე და არა მარტო
http://www.tirerack.com