აუ გორი რა ჩაბანძებულია ხელოსნების მხრივ! საერთოდ აზრზე არ არიან!
მოკლედ, ვიყიდე ახალი საბურავები და გადავწყვიტე რაზვალზე მიყვანა მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
შეხედა ამ გამოსირებულმა ხელოსანმა და "მაიატნიკი" გაქვსო შესაცვლელიო. სანამ არ შეცვლი რაზვალს ვერ გავასწორებო.
"მაიატნიკი" მართლა დამუშავებული იყო და მართლა შესაცვლელი იყო (რეზინი შეჭმული იყო).
გამოვწერე "მაიატნიკი" rockauto.com-იდან. სანამ ჩამოვიდოდა მანქანა გავაჩერე, არ დავდიოდი.
ჩამოვიდა "მაიატნიკი", შევაცვლევინე და მივედი რაზვალზე.
4 საათი ეწვალა ეს ღლე, 4 საათი!!! ნერვები დამაწყვიტა! გამანადგურა!
მოკლედ, ეხლა მანქანა გარბის მარჯვნივ და მარცხენა წინა ბორბალიც ძალიან უბედურად დგას!!!
ხოდა მაინტერესებს გორიდან თბილისამდე რომ ჩამოვიდე მოუვა რამე? თბილისში ვაპირებ მივიდე ან უშბაში ან ტოიოტას ცენტრში. ან იქნებ თქვენ მირჩიოთ სად მივიდე?
ბევრი კი ვილაპარაკე, მაგრამ ძალიან გამწარებული ვარ და გამიგეთ