გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება

მოკლედ მანქანის შეცვლასთან ერთად გამიჩნდა ახალი პრობლემა, უკანა დინამიკები საკმაოდ პატარები აყენია და ადგილიც არ არის იმხელა, რომ სერიოზული გადაკეთების გარეშე ოდნავ დიდი დინამიკი მაინც ჩაჯდეს

თვითონ დინამიკები პიონერებია 30 ვატიანი (იაპონიიდან ჩამოყვა), ცუდები არ არის მაგრამ ბასებზე ვერ მუშაობენ.
ვიფიქრე ამ დინამიკებში გამომეშვა მხოლოდ საშუალო და მაღალი სიხშირე (ამისთვის ალბათ ფილტრი დამჭირდება) და დამატებით საბარგულში ჩამედგა ბას დინამიკი, რომელიც შემოტრიალებული იქნება სალონისკენ, უკანა სკამის სარკმელიდან.
თქვენი აზრი მაინტერესებს თუ ღირს ასე აწყობდა, რა და რა დამჭირდება და მიახლოებით რა ბიუჯეტში ჩავჯდები.
ისიც გაითვალისწინეთ, რო ბასების მოყვარული არ მაინც და მაინც, დისკოთეკების მოწყობა არ მინდა, მინდა მხოლოდ სალონში კარგი ხმა იყოს