მიწვავდა 16 ლიტრას. რა გავაკეთე.
ბენზინის ფილტრი მოვხსენი და ვნახე რომ თითქმის გაჭედილი იყო. ჰაერის ფილტრიც მოვხსენი და ვნახე რომ ეგეც გაჭედილი იყო და რატომღაც სულ ბეზინიანი და სველი იყო. მერე ვნახე რომ ვიღაც ჭვკიან ხელოსანს ბენზინის რაღაც მილი არ ქონდა კარგად შეერთებული და მაქედან წვეთავდა. ამ ყველაფრის მერე 14.5 მიწვავდა მაინც.
ძველი მანქანაა 24 წლის golf 2 gti 16v. არც ჩეკი აქვს არც დიაგნოსტიკა. მაგრამ MFD მულტი ფანშენ დისპლეი აქვს სადაც ზუსტად ანახებს: ზეტის ტემეპრატურას, წვას 100 კმ-ზე, აბაროტებს ციფრულად, ინთიქის წნევას (ჰაერის) და ა.შ
გავასწორე ზაჟიგანია timing light tool-ით. 6 გრადუსზე როგორც მანუალში ეწერა. ყველაზე კარგი წარმადობა და ეკონომიურობა ამ კუთხეზე აქვს. უფრო რანნის ან პოზნის უკუშედეგი მოაქვს.
წვამ მოკლო 14-მდე.
გამოვცვალე დეტონაციის დაჩიკი 24 წლის მანქანაა და რომ მოვხსენი დეტონაციის დაჩიკი ჯერ ისედაც სიძველისგან დამტვრეული და დაშლილი იყო და ხელი რომ მოვკიდე სულ დაიშალა. პირველად ვნახე დეტ დატჩიკის შიგნეულობა
წვამ დაიკლო 12-მდე.
რათქმაუნდა საწყალი ძრავი ამდენი ტანჯვის მერე სვეჩებიც შევამოწმე იმიტომ რომ უაზროდ ბევრ ბენზინს ასხამდა და სვეჩები სულ შავი იყო. დაკარბონებული და აალებას ვეღარ აკეთებდა სწორად, გამტარობა დაკარგული ქონდა და დენიც გადაქონდა.
წვამ დაიკლო 11-მდე.
ბოლო დამრჩა ლამბდა 9-10 ქალაქში ლიტრი არის მიზანი. ვფიქრობ ორიგინალი NTK ან რამე ეგეთი მივცე. 3 წვერიანი მჭირდება.
ჰოდა აქ რაც იყიდება ნორმალურია და 3 წვერიანი რაღირს? იბეი არ მინდა $$ ძვირია.
რაღირს ხომ არიცით? თეგეტაში 4 წვერიანი აქვთ და 100 რაღაც ლარიო. მეძვირა... თან ის არ არის რაც მჭირდება.
ჰო. კიდევ ვფიქრობ თერმოსტატი დავაყენო წესიერი. აქ ვიღიდე რაღაც თერმოსტატი და ზედმეტად ცივია ხოლმე წყალი ტრასაზე. ადრე ხსნის მგონი ეგ როგორ ფიქრობთ იმოქმედებს წვაზე?
ერთს დავწერ კიდევ. ყველაზე მეტად რაც აზიანებს და აფუჭებს ლამბდას არის რეგულარი. რეგულარი შეიცავს ტყვიას და სხვა მძიმე მეტალებს. თუ უნდა გაევლო 80 000 კმ გაივლის 10-ს. ამიტომ UNLEADED FUEL ტყუილად არ აწერია ავზის ხუფზე მანქანებს. ზოგიერთს. ჩაასხით პრეიუმი ან სუპერი რომელსაც აწერია.
და ბოლოს მინდა ინჯექტორების საწმენდი სითხე. რომელია კაი სად იყიდება და რაღირს ხომ არ იცით?
რა დამიჯდა ეხლა ეს ყველაფერი.
10 ლარი დეტ დაჩიკი.
17$ timming tool
20$ ბენზინის ფილტრი.
ჰაერის ფილტრი 20 ლარი.
სვეჩები 22 ლარი.
ლამბდა 80-120 ლარს ვფიქრობ.
ინჯექტორების სითხე - ???
თერმოსტატი ორიგინალი გერმანული 20-30$ ალბათ.
აქ 20 ლარად ვიყიდე.
წვალებად ღირდა მგონი.
ბოლოს საბურავების წნევას და რაზვალ-სხაჟდენიას შევამოწმებ და მგონი 8-ზეც ჩამოვალ...
აქამდე სულ კაშალოტი მანქანები მყავდა 20-35 მიწვავდა თითოეული

რა კარგი ყოფილა ეკონომ მანქანა.
This post has been edited by white__widow on 1 May 2015, 22:33
power. respect. banana.