ესე იგი იქიდან გამომდინარე რომ ვეძებ მაქსიმალურად ეკონომიურ, მაგრამ ასევე ზომიერად ძლიერ ძრავს, დამრჩა სამი ვარიანტი ამოსარჩევად:
1.6 16V ------ 105 ცხ.ძ. (ქალაქში წვა 9.6 ლ.ბენზინი ≈ 21 ლარი)
1.9 TDI ------ 150 ცხ.ძ. (ქალაქში წვა 7.1 ლ.დიზელი ≈ 17 ლარი)
1.6i 16V FSI -- 110 ცხ.ძ (ქალაქში წვა 7.9 ლ.ბენზინი ≈ 17 ლარი)
პირველის პლიუსი ისაა რომ ბენზინია და შედარებით მშვიდად შეიძლება ყოფნა და არც ტურბინაზე მექნება საფიქრალი. თუმცა არ არის მაინც და მაინც ეკონომიური და თან არც ძრავი აქვს შესაბამისად ძლიერი.
მეორე დიზელია და პირველზე მეტი ცხენი აქვს (ხანდახან სადმე რო მეჩქარება გამომადგება) და უფრო ეკონომიურიცაა, რაც დიდი პლიუსია ჩემთვის.
თუმცა აქვს მინუსებიც:
- როგორც თქვენი კომენტარებიდან ვხვდები ტურბო ტაიმერის დაყენება მომიწევს და არ ვიცი რა დაჯდება და როგორი სახმარია.
- და საჭიროების შემთხვევაში ტურბო-დიზელის ხელოსნების ძებნა მომიწევს. თუმცა ესეც ვერ გავიგე, როგორც ეხლა ამბობენ თეგეტაში უკვე ყველაფერს აკეთებენო.
გავიგე დიზელის ძრავები მარტო მერსედესს აქვს კარგიო. გოლფის დიზელზე არაფერი მსმენია თუ რამდენად ფუჭებადია...
მესამე ვარიანტს რაც შეეხება დიზელივით ეკონომიურია და მომწონს. თუმცა მაგ ძრავზე 2002 წლიდან გამოუშვეს და არა მგონია მაგას შევწვდე. მაქსიმუმ 1500 ევრო შემიძლია გადავიხადო მანქანაში.
იმედია ივლისის ბოლოსთვის გადავწყვიტავ რამეს, თუმცა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცის შემდეგ გაცილებით უფრო კარგად შევძლებ საჩემო ძრავის არცევას, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას!
This post has been edited by skytailor on 18 Jun 2011, 17:30