გამარჯობა !
მოკლედ რა ხდება გეტყვით და იქნებ მირჩიოთ რამე :
მერსედესი მყავს ე კლასი 2.0 მატორზე, მიყენია მეოთხე თაობა გაზი, დავაყენე არის ესეთი ფირმა ლოვატო ალბათ გსმენიათ, აპარატურა იტალიურია.
პრობლემა რაშია ახლა: აი რო დავქოქავ და გადავა გაზზე, დაბალ აბაროტზე ტახომეტრი თამაშობს და მომენტ შეიძლება ჩაქრეს კიდეც,
სიარულის დროს 2000 ბრუნს რო აცდება მერე მიაქვს საკაიფოდ. იგივეს ბენზინზე არ აკეთებს.
ლოვატოში მითხრეს ელექროობის პრობლემააო უნდა გაასწორო, ჩიბუხები სვეჩები და ბაბინა შეამოწმებინეო და მერე დაგირეგულირებთო,
ელექტრიკი მეუბნება გაზის რეგულირება უნდა ელექტროობა არაფერ შუაშიაო და საცდელ ვარიანტში მიყენებს სვეჩებს ბაბინებს და ჩიბუხებს სულ ახლებს (ტყუილა რო არ იყიდოო
და თან მე რო მართალი ვარო მაგ ვარიანტში) ამის მერე ვქოქავ და პრობლემა ზუსტად იგივე.
ფაქტიურად კურიოზია მარა რა ვქნა

ვინმე კაი ხელოსანი მითხრათ იქნებ სანამ რამე ცოდვა ჩავიდინე
ან თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, იქნებ მირჩიოთ რამე
მადლობა წინასწარ