რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე რომ ძრავის ქვეშ რამოდენიმე წვეთი დაესხა რაღაც მუქი სითხე.
ამავე დროს ოთხი დღის წინ მყავდა პროფილაქტიკაში რაღაც ხადავოიში წვრილმანის გამოსაცვლელად და რო აწიეს ნახეს რო კარტერი იყო სველი, - სითხე ანტიფრიზი.
ვერ ნახეს ზუსტი ადგილი საიდან გაძდის, მაგრამ მითხრეს რომ ძრავის უკანა ნაჭილი არის სანახავი, ამისთვის უნდა დაიშალოს ძრავის გარკვეული ნაწილი და უკან კოლექტორიც უნდა დაიშალოსო

ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა - ანუ ძრავის უკანა ნაწილიდან ანტიფრიზის ჟონვა.
გუგლში რო დავძებნე ვნახე რომ "Valley Pan Gasket" ამ ნაწილს ასახელებს ყველა
და იძახიან რო ეს არის საერთოდ ამ ძრავის პრობლემა 100 000 -ზე მეტი გარბენით - 4.4.
ანუ იგივე ძრავიან სხვა BMW-ბსაც ემართებათ.
ვერ გადავთარგმნე ეგ Valley Pan Gasket რას ნიშნავს - რაღაცის "საფენი" არის როგორც მივხვდი.
მოკლედ დამეხმარებით თუ მეტყვით ესეთი პრობლემა თუ გაგიგიათ და როგორ გადაიჭრა ან რა დაჟდა და სად
ასევე დამეხმარებით თუ მირჩევთ რამდენად სასწრაფოა ამის გამოსწორება - იმიტომ რომ გული მიგრძნობს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ამ ლინქზე:
http://forums.bimmerforums.com/forum/showt...d.php?t=1087940ქვემოთ რო ძრავის სქემაა ეგეთი ჩემი მანქანის ძრავის სქემა სად ვიშოვო ?