giorgi26ვიტეკის მანქანის მტვერსასრუტი ვიყიდე კაი ხნის წინ, ვიტეკის მაღაზიაში დიღომში, აი ეს:
http://www.vitek.ru/production/home/vacuum/car/vt-1841.htmაკუმულატორი აქვს, იტენება და 12v-ზეც მუშაობს მანქანის კვებიდან.
ნორმალური მტვერსასრუტია, მაგრამ ორი მინუსი აქვს:
1. სიმძლავრე აქვს ცოტა (90w) და ისე მოშნად ვერ იწოვს როგორც მინდა

მარა იქიდან გამომდინარე რომ აკუმულატორზე და 12 ვოლტზე მუშაობს, მისაღებია
2. მიუდგომელ ადგილებში ცხვირი ვერ წვდება
პლუსები რავი, აკუმულატორი და 12 ვოლტი იყო ჩემთვის პრიორიტეტი, რაღაც ტრიალა ჩოთქი აქვს, რომელიც რბილი ზედაპირიდან (მაგალითად ნაჭრის სკამიდან) კარგად იღებს ბურტ###ბს და რაღაცეებს (კატის ბეწვებით მქონდა ხოლმე მანქანა და ტანსაცმელი სავსე და კარგად უმკლავდებოდა), ნესტიანის გაპილესოსებაც შეიძლება (მაგალითად ქაფის ამოღება) და ა.შ. მოკლედ ნორმალური ხარისხის, დამაკმაყოფილებელი მტვერსასრუტია მანქანისთვის და პატარ-პატარა რაღაცეებისთვის როცა დიდი მტვერსასრუტის გამოთრევა და ჩართვა გეზარება

მგონი 110 ლარი ღირდა.
შეგიძლია ესეც ნახო:
http://www.vitek.ru/production/home/vacuum/car/vt-1840.htmმგონი ეს უფრო იაფი იყო, მაგრამ რაღაცით არ მომეწონა და ის ვამჯობინე.
ემიკა - ვიტეკის პროდუქცია
თბილისი , რობაქიძის გამზ. 7 , ტელ: 54 01 51, ფაქსი: 54 01 51
This post has been edited by georgy on 23 Jan 2010, 21:13