#48446614 · 27 Jul 2016, 12:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორიოდე დღის წინ შევცვალე ზეთი კოლოფში. თემაც მქონდა გახსნილი. ჩემ დზაააააალიან პატარა გამოცდილებას გიამბობ. მყავს მიცუბიში ოუთლანდერი 2003წ. ავტომატური კოლოფით W4A42-2-RZD INVEC || (2001წ-2006წ).
მოკლედ მანქანამ დაიწყო ტალჩოკების გაკეტება. ფორუმზე მითხრეს მხოლოდ ორიგინალური ზეთი ჩაასხიო. სხვა დანარჩენ საიტებზე(რუსულზე უცხოურზე) ზოგი წერდა არააქვს მნიშვნელობა და მთავარია რეკომენდაციებში იყოს, ზოგი იპუტავდა ყველაფერს მხოლოდ ორიგინალური ჩაასხიო. ორიგინალური ზეთი კი საქართველოში არ იშოვნებოდა
ზოგმა ფილტრიც გამოცვალეო (არა და ფილტრი აყენია შიგ კოლოფში, კარტერი არ აქვს) ხო და 600-700 ლარი დამიფასეს მაგის გამოცვლაში. ჯამში 1100-1200 ლარს ურტყავდა ეგ საქმე.
2-3 დღე გიჯივით ვიყავი, ბოლოს (შემთხვევით გადავეყარე )აირტეკ კლუბ ჯორჯიას წევრს(დამფუზნებელს). აირტეკებს იგივე კოლოფი უყენია. მივედი ჩაასხა რაღაც ზეთი ბელგიური. კარგია ცუდია არ ვიცი მითხრა მაგას ვასხავთო ჩვენ მანქანებში. მეორე დღეს კი ტეგეტამ მიიღო ორიგინალური ზეთი. წავედი ვიყიდე და გამოვცვალე უბრალო ხელოსანთან(ჩემ კოლოფში ზეთი იცვლება როგორც ძრავში, ოღონდ ფილტრი არ ეცვლება ). 400 კმ გავლის შემდეგ ავტომობილი გამოცოხლდა,ტალჩოკები სულ ოდნავ აქვს ისიც ძაააან იშვიათად.
ხო და აგერ ჩემი პატარა დასკვნა.
თუ კოლოფს ფილტრი ეცვლება, აპარატზე ღირს შეცვლა. თუ არა მაშინ არ გარისკო უფრო კარგია 2-3 ჯერ შეცვალო უბრალოდ და მერე აკონტროლო ეგ საქმე.
წესით კარხანაში შევსებული კოლოფის შეცვლა ხდება 60000 დან მაქსიმუმ 90000 კმ-ზე. შემდგომ ყოველ 20-25 ათასზე ხდება შეცვლა (გააჩნია ტარებას).
აუცილებლად გაითვალისწინე და არავის დაუჯერო რომ ზეთი კოლოფში არ იცვლება. იცვლება და მაგ საქმეს უნდა მაგრად აკონტროლებდე. თუ ვინმე გითხრა აგერ მანუალში ავტომობილის უწერია (LifeTime) ეგ უბრალოდ ნიშნავს რომ მთელი გარანტიის განმავლობაში არ ეცვლება,და როგორც მოგეხსენება გარანტია ვრცელდება 100000 კმ -3წ. ან 60000 მილ - 3წ. რაც ერთი და იგივეა.
|