პავლოვზე არის მაღაზია (რა ქვია აღარ მახსოვს), ყველანაირ კარგ რაღაცას ყიდიან, ატვიორტკები, პლოსკოები ნათურები, პაიალნიკები და ასე შემდეგ. მდებარეობს პავლოვზე რომ მიდიხარ პეკინისაკენ, სანამ პეკინის გადასახვევთან მიხვალ მარცხენა მხარეს (თუ გინახავს ფერარი სადაც იდგა ხოლმე, ზუსტად მანდ). ბუდაპეშტის ასახვევის მერეა მოკლედ რა.
ნათურები არის 3 ვოლტიანები ლედები, და შესაბამისად წინაღობებიანია (მანდვე მაღაზიაში იყიდება, ეტყვი 12 ვოლტზე უნდა დავაყენო თქო და თითონ შეგირჩევენ, თუ არ დაუყენებ იასნად დაიწვება) ძალიან იაფი ღირს ნათურაც და წინაღობაც. ეს რაც შეეხება პრიბორების ნათურებს. სალონის განათების ნათურები კიდევ 4 ლარი ღირს თითო ცალი და იმდენად ძლიერი განათება აქვს რომ თითო დაგჭირდება თითო მხარეს, და იყიდება "ახალ ნათება"-ში დიღმის ტრასაზე რომ არის მანდ.... თან სხვადასხვა ფერები აქვთ.
თითონ განათება ძალიან იაფი დაჯდება რომ გაიკეთო... ჰა-ჰა 20 ლარი მეტი არა.. მარა საჩალიჩოა მურტალი, განსაკუთრებით ფეჩის ასე განათება.... რო დაშლი მიხვდები
თუ რამე კიდე გაინტერესებს მკითხე

ჩემს მიერ შექმნილი ფეჩის გამნათებელი მონსტრის სურათი

ნუ მამენტ სხვანაირადაც შეიძლება, მარა რატომღაც მე ასე გადავწყვიტე გამეკეთებინა