misheil17რა ჭირს და ჭირი!!!
პაჯეროა 3.5, პერიოდულად ჭედავს "აბაროტები" ზუსტად 3000-ზე და იწყებს საშინელ ცახცახს. მერე გაიტანს და მიფრინავს.
ეხლა იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რაც ჩავატარე ამ სენის საწინააღმდეგოდ (უშედეგოდ!!):
1) გავწმინდე ფილტრი ბაკში
2) გავწმინდე ფილტრი გდი-ში
3) გამოვცვალე "სვეჩები" (ტიტანის) + 2 "ჩიბუხი"
4) გამწმინდე დროსელის "ზასლონკა"
5) ჩავასხი "ვიურტის შეფრქვევის საწმენდი...."
ამის შემდეგ მოქმედება "2)" ჩავატარე კიდე 3-ჯერ და საბოლოოდ:
6) ეგ ფილტრიც გამოვცვალე!!
7) დავაყენე დამატებით ფილტრი გდი-მდე
ამმის შედეგად მივიღე - აშკარად მომატებული გაწევა და შემცირებული წვა (18-დან 15 ლიტრამდე)
მაგრამ.... მაინც ცახცახებს ეს დ()&*^)()(^ლი!!!
რაღაცა მირჩეთ, თორე ან მანქანას დავწვავ ან ხელოსანს!!