მანუალში ქარხანაში რას აკეთებენ ეგ წერია თუ მერე რა უნდა გაუკეთო? ერთი მანქანის მანუალიდან მაინც მანახეთ სადაც წერია ამუშავე მერე დაშალე და გადაუჭირეო

როცა მანქანას გამომშვები ქარხანა არ უწერს მსგავს რამეს და ვიღაცა "პრაფესორა" ხელოსანის ნათქვამს იჯერებ... აქ უკვე ძალიან მძიმედაა საქმე
იმიტომაცაა პანტაპუნტით რო ჩერდება მანქანები და მერე ლეგენდები რომ დადის არ არის გამძლე ეს მანქანებიო

ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ისაა რომ მანუალს არ კითხულობენ ისე აკეთებენ უმეტესობა გურჯისტანელი ხელოსნები

ამ დროს უფრო ადვილი არაა წაიკითხე და გააკეთე.. დავიჯერო უფრო მეტი იციან ვიდრე თვითონ მანქანის გამომშვებმა?
ახლობლის მანქანა გააკეთა ერთმა "მატორის მცოდნე" ხელოსანმა, მალევე წყალი გადაიტანა ისევ.. იასნია დააბრალა პრაკლადკა იყო უხარისხოო ან ბენზინიო.. მერე ვკითხე დინამომეტრით რამდენზე დაუჭირე მეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ ტრუბნოით ქონდა დაჭერილი და საერთოდ არ იცოდა რა იყო დინამომეტრი
თან იმდენი გერმეტიკები გამოიყენა იმ ***-მ რომ ზეთის არხებშიც გერმეტიკი იყო შესული და ტალკატელები დოლ-გარმონს უკრავდა.. ამ დროს საკმაოდ "სერიოზულ" ხელოსნად ითვლებოდა ეგ "გურჯისტანელი პრაფესორი". ბოლოს ამოვბეჭდეთ მატორის მანუალი და იმის მიხედვით გავაკეთეთ თვითონ. აუდზეა ლაპარაკი...
ჩემი რეინჯის მატორიც მაქვს დამუღამებული მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ ყველა მანქანის მატორს გავაკეთებ? ამ ხელოსნებს ეგრე გონიათ
This post has been edited by NACNOBI on 27 May 2010, 12:17