marshooახლა ჩავიხედე IO-ს წიგნში და ეს დიაგრამა აღმოვაჩინე
* * *
ეს არის 1998-იანი Pajero IO-სი, თუმცა 2000-იანის შეიძლება განსხვავებული იყოს.
ამ დიაგრამის მიხედვით
5w-30 დაშვებულია მხოლოდ 10 გრადუსამდე, 5w-40 20 გრადუსამდე, 10w-30 40 გრადუსამდე და თუ 40-ს ზემოთ გინდა xw-50 გჭირდება.
ნუ თუ ჩავთვლით, რომ თანამედროვე ზეთები კარგი ხარისხის არის და ტემპერატურული მედეგობა მაღალი აქვთ, 10w-30-ზე მეტი ზეთი შენ არ გჭირდება და ეგ შეგიძლია ასხა ზამთარ-ზაფხულ, რადგან ზამთარში -25-მდე აქვს დაშვება.
ახლა რაც შეეხება ზეთებს. არის 4 ვარიანტი 10w-30-ის ორიგინალი ზეთების
მიმდევრობა ზეთების არის მათი ხარისხის მიხედვით:
1. MITSUBISHI DIA QUEEN MOTOR OIL SJ/CF 10W-30
2. MITSUBISHI DIA QUEEN MOTOR OIL SL SUPER 10W-30
3. MITSUBISHI MOTOR OIL LUBROLENE SL-X 10W-30, 4L
4. MITSUBISHI MOTOR OIL LUBROLENE SM-X 10W-30, 4L
პირველი 2 ზეთი არის მინერალი, ბოლო 2 ნაწილობრივ-სინთეტიკა.
დეტალური განმარტება
1. SJ სტანდარტი 2001 წლამდე ძრავებზე მოქმედებდა, ამიტომ შენს შემთხვევაში მისაღები არჩევანია, თან უწერია დახასიათებაში:
standard economical motor oil for both gasoline and diesel engines, built before 2001. If you don't want to spend too much money on oil change in your old Mitsubishi but still want to make sure that you are using the proper oil, this reliable genuine oil is an excellent choice.
ეს ზეთი ეღირება ყველაზე იაფი. ერთი რაც არ ვიცი, რამდენად კარგია ეს ზეთი GDI Turbo ძრავებისთვის.
2. SL სტანდარტი. დახასიათებაში უწერია:
high grade all-season Mitsubishi genuine motor oil with wide range of use. Excellent for GDI engines. This is the standard oil for a large number of Mitsubishi gasoline vehicles built before 2004, especially [b]turbo[b] models.
ეს ზეთი იდეალურად მიესადაგება შენს ძრავს, რადგან 2004-მდეა გამოშვებული და თან დაკონკრეტებულია, რომ turbo GDI-ებისთვის არისო. უფრო ძვირი ეღირება ვიდრე პირველი ვარიანტი.
3. SL სტანდარტი. დახასიათებაში უწერია:
Mitsubishi genuine motor oil for GDI engines built before 2004. ეს მეორე ვარიანტისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რომ, ნაწილობრივ-სინთეტიკაა და უკეთესად მოუვლის ძრავს. ფასიც უფრო ძვირი ექნება.
4. SM სტანდარტი. დახასიათებაში უწერია:
Mitsubishi genuine motor oil for GDI engines. ეს მესამე ვარიანტისგან იმით განსხვავდება, რომ SM სტანდარტია და თუ გინდა 2006-იან IO-ში ჩაასხი, თუმცა შენს ძრავშიც მშვენივრად იმუშავებს.
მეორე ან მესამე ვარიანტს ავიღებდი მე. თუ მანქანას 100-ზე მეტი გარბენი აქვს და ცოტა ზეთსაც იკლებს მეორე ვარიანტი იდეალურია. თუ ძრავი დაბალ გარბენიანია, კარგი მოვლილია და ფულიც პრობლემა არ არის, მაშინ მესამე ვარიანტი.
ფასები იამატოში გაარკვიე. DiaQueen ბევრგან იყიდება და სადაც უფრო იაფი იქნება იქ იყიდე.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)