გუშინ შემხვდა ჩემი ნაცნობი, რომელსაც X5 უყიდია 4.4 ძრავით, რომ ვკითხე რა ზეთს ასხავდა ამაყად მომიგო რომ კასტროლის 10w60-სო. რატომ მეთქი რომ ვკითხე, იმიტომ რომ: წინა პატრონიც ამას ასხავდა და BMW-ს (დასაწვავ) ცენტრში ხელოსნებმა ეგ მირჩიესო

თქვენც რომ იგივე არ დაგემართოთ X5-ის 4.4-ზე მოგახსენებთ:
ამ ლინკზე ნახავთ ბმვ-ს ძრავებზე ზეთების რეკომენდაციას.
http://tis.bmwcats.com/doc1104550/აქ ნახავ ინფოს კლების ნორმებზე
http://tis.bmwcats.com/doc1136562/ეს ემართება ძრავს როცა ის ზეთი ასხია, რომელიც არ უნდა ესხას, ან ზეთი არ გამოირჩევა მრეცხავი თვისებებით:
http://www.youtube.com/watch?v=KzQJM1VasIIმიუხედავად იმისა, ძრავი M62-ია თუ N62 მის გასწვრივ არ არის აღნიშნვა "X" 10w60-ის სვეტზე, რაც ნიშნავს რომ არ შეიძლება მაგის გამოყენება ამ ძრავში. 10w60 განკუთვნილია S სერიის სპორტული ძრავებისათვის, როგორებიც დგას M3, M5, M6 და სხვა M-ებში.
თან კასტროლს აქვს 3 ტიპის 10w60, იქიდან მხოლოდ ერთის ჩასხმა შეიძლება M-ში, დანარჩენებს სხვა დაშვებები აქვთ.
ყველაზე ოპტიმალურია გამოიყენოთ BMW-ს LL-01 დაშვების მქონე 5w40, რადგან ჩვენთან დიდი ყინვები არ არის 0w40-ში მეტის გადახდას აზრი არ აქვს. შეცვლის ინტერვალი 8,000 კმ.
5w40-ზე გადასვლის შემდეგ:
პირველი ზეთის შეცვლა არაუმეტეს 3,000 კმ, 1000 კმ-ზე მხოლოდ ზეთის ფილტრის შეცვლა - 10w60-ზე კარგი ნაგარი ექნება შიგნით გაკეთებული და 5-40 ჩამორეცხავს.
მეორე ზეთის შეცვლა არაუმეტეს 5,000 კმ.
მესამე ზეთის შეცვლა 8,000 უკვე და შემდეგ სულ 8,000-ზე.
ძრავის და VANOS-ის მუშაობა პირდაპირ დამოკიდებულია ზეთის სიბლანტეზე, ამიტომ აქცევს BMW ყურადღებას სიბლანტეს და 98 წლის მერე არცერთ 10-40-ს ან უფრო მაღალი სიბლანტის ზეთს არ აქვს ბმვ-ს სტანდარტულ ძრავებზე დაშვება. გამოიყენება 0-30,5-30,0-40 ან 5-40 სიბლანტის ზეთები.
LL-04-ის გამოყენება არ შეიძლება საქართველოში (აკრძალული აქვს BMW-ს პირდაპირ), რადგან საწვავის ხარისხის გამო ვერ ძლებს ეს ზეთი დიდხანს, მაინც 8,000-ზე ან კიდევ უფრო ნაკლებზე უნდა შეცვალო (პრისადკების განსხვავებული პაკეტის გამო), ფასი კი ბევრად ძვირია LL-01-ზე.
ასე რომ თუ გინდათ ძრავს და ჯიბეს მოუფრთხილდეთ გადადით LL-01 დაშვების 5w40-ზე.