misho35მაგ ძრავშიც მიდის 5w40 LL01, არ გინდა სხვა არაფრის ჩასხმა. თუ ბოლავს - კლაპნის სალნიკები, დიაფრაგმა და ა.შ. თუ გასდის გალოვკის კრიშკის პრაკლადკები და სვეჩები/ბაბინების რეზინები. ჯერ ეგ ყველაფერი შეცვალე და მერე ნახე კლება.
სხვა ზეთი არ გააკარო.
შეგიძლია ჩაასხა შელი, მობილი, მოტული მაგრამ აუცილებლად LL01 5w40.
lexomd5w40 LL01 -
http://tegetamotors.ge/ka/products/act/mvi...98&subcategory=22.5 ლარი 1 ლიტრი.
* * *
ხარძიარ დაკლება არ არის ცუდი, მაგრამ ეგ უფრო გამონაკლისია ვიდრე ნორმა მითუმეტეს მაგ ძრავზე. ტარების სტილზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
ორი იდენტური ძრავი ნულოვანი გარბენით უკვე 1000 კმ-ის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ხდება ერთმანეთისაგან შემდეგი ფაქტორების გამო:
1. ტარების სტილი; აგრესიული/ნელი/შერეული
2. სიარულის რეჟიმები; მოკლე მანძილები/შორი მანძილები/ქალაქში საცობები/
3. გარემოს ტემპერატურა; სისტემატური სიცხე/სისტემატური სიცივე/შერეული
4. ჰაერის ხარისხი; დაბინძურებული/სუფთა
5. მოვლა:
ზეთი
ზეთის და ფილტრის შეცვლის ინტერვალები
ჰაერის ფილტრი
ჰაერის ფილტრის შეცვლის ინტერვალები
საწვავის ხარისხი
გაგრილების სისტემის გამართულობა
ანთების სისტემის გამართულობა
საწვავის მიწოდების სისტემის გამართულობა
და ა.შ.
ჩვენ კი როგორც წესი ვადარებთ 150,000, 200,000-ზე მეტი გარბენის ძრავებს.
შესაბამისად ერთიდაიგივე ძრავი შეიძლება იკლებდეს ნორმის ფარგლებში, შეიძლება საერთოდ არ იკლებდეს (ეს პირობითია, რადგან იკლებს იმდენად ცოტას, რომ კომპენსირდება დაუწვავი საწვავით) ან იკლებდეს ძალიან ბევრს.
ასე, რომ მაგით ვერავის ვერ გააოცებ