აქ ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი შემოდის და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ დამეხმარებით ამ პრობლემის გადაჭრაში.
ბევრჯერ შევამოწმე კომპიუტერზე, ერთმა მითხრა ეგ არაფერიაო, მეორემ სად ჟონავს მაგას რა იპოვისო, მერამდენიმემ კი მითხრა კლაპანის ბრალი არისო
ესეც კლაპანი, რომელიც დაშლილებში 3-ჯერ ავიღე (ახალი აქ არავის აქვს, ჩამოტანით კიდევ ძალიან ძვირია) და გამოვცვალე მაგრამ, როგორც კომპიუტერიდან ჩეკის ნათურის ჩაქრობის შემთხვევაში ხდებოდა, ზუსტად ასევე ჩაქრობიდან მეორე დღის საღამოს ისევ ინთებოდა. ეს მაფიქრებინებს რომ მთლად ამ კლაპანის ბრალი არ უნდა იყოს. თუ კლაპანის ბრალი იქნებოდა მაშინ როცა აანთო იგივე შეცდომა დაწერა ზუსტად და რაღა ყველა კლაპანი ერთნაირად იქნებოდა გაფუჭებული.
გარდა ამისა ამ ხნის განმავლობაში ზოგი რამ გავარკვიე, თითქმის ყველა შლანგი შევამოწმე სადაც მივწვდი, ასევე საწვავის ავზის თავსახურიც. დარჩა რამდენიმე ძნელად მისადგომი ადგილი.
1. ბენზობაკიდან აირების აორთქლების მილის შეერთების ადგილი (ავზი უნდა მოხსნას);
2. მარჯვენა "კრილოს" ქვეშ შედის ამ სისტემის 3 მილი იქ სად ერთიანდებიან არ ვიცი ზუსტად რაში;
3. აქვე წინა მხარეს აყენია ნახშირის ფილტრი, ისიც არ მინახია.
ხელოსნებს ხელის მოკიდება ეზარებათ, მე კიდევ ჩემი ძალით მეშინია ამხელაზე შეტოპვა.
ან ვინმე ხელოსანი მირჩიეთ ან სხვა მირჩიეთ რამე, ჩეკის ნათურის მოხსნის გარდა

ინტერნეტში ვნახე ამ სისტემის ჰერმეტულობის შემოწმების ტექნიკა, რომლითაც ბოლს აკაჩავებენ და ნახულობენს სად არის გაჟონვა, რამდენიმე ცენტრში ვიკითხე და რა თქმა უნდა აზრზე არ არიან. იქნებ ვინმეს ჰქონდეს ეს აპარატი.