ზარმაცების ხაშთან სანაპიროზე ქსნის ქუჩის დაბლა თემურია ყველაზე მაგარი მაგრამ ვერ მივაღწიე ვერასოდეს რიგების გამო მანამდე უნდა კომპზე ნახო რა შეცდომა ფიქსირდება.
კომპზე ნაღდად არ ვიცი მიცუბიშზე ვინ აკეთებს. ჩემი ფოლქსვაგენია და ამის პროგრამა მარტივია იშოვება და მეთვითონ ვჩხიკინ. ახლა უყურე რა ხდება. ჩემი ბენზინზე ანთებს როცა განულების მერე ბენზინზე ვიარე სულ და წერს რომ კატალიზატორი არაეფექტურიაო. ანუ უკანა დაჩიკი ყვირის და სწორიცაა რადგანაც კატალიზატორი ამოცლილი აქვს.
ახლა ნახე გაზზე რა ხდება. გაზზე რომ დავდივარ განულების ანუ ჩეკის ჩაქრობის მერე ისევ ანთებს და წერს რომ საწვავის ნაზავი ანუ ჰაერის და საწვავის შეფარდება არის ღარიბი, საწვავი არის ცოტაო.. ამას წერს წინა დაჩიკი რომელიც წვის ნარჩენს აკონტროლებს და ამის მიხედვით არეგულირებს ჰაერი ბენზინის მიწოდებას. რა თქმა უნდა გაზს ვერ დაარეგულირებს და გაზის მიწოდებას ვერ მოუმატებს თუ ობედეზე არ გაქვს შეერთებული გაზის კომპიუტერი ანუ მანქანის კომპიუტერზე თუ არაა დასმული.
მაგრამ სამაგიეროდ კატალიზატორის დაჩიკი აღარ ყვრის. რა გამოდის რომ კატალიზატორი გაჩნდა ?

არა უბრალოდ გაზის ნამწვავი ახვა შემადგენლობისაა, წვის ნარჩენი არ აქვს, ნახშირორჟანგად და წყლად იშლება შესაბამისად უკანა დაჩიკს ეჩვენება რომ ეს გამონაბოლქვი არის ძალიან სუფთა და აღარ ყვირის

.
ანუ რისი თქმა მინდა. ახლა ერთადერთი დამრჩა გაზის რეგულირება. ცოტა უნდა მოვამატებინო რაც შეიძლება რომ მაქსიმალური გაწევა ჰქონდეს. მაგის მერე კიდევ თუ ამინთო ჩეკი და მითხრა ღარიბი ნაზავიაო ეს ნიშნავს რომ უნდა დავიკიდო და არაფერი არ ხდება. უბრალოდ გაზის წვის ნარჩენი სხვა შემადგენლობისაა ანუ უფრო სუფთაა და დაჩიკს ჰგონია ერთ შემთხვევაში რომ საწვავის მიწოდება ცოტაა და მეორე დაჩიკს ჰგონია რომ ოხ რა სუფთად წმენდს შენი კატალიზატორი ნამწვსო

) ამიტომაც ასეთ შემთხვევაში უნდა დაიკიდო ჩეკი მეკი
პ.ს
წესით გაზის მომატებამ უნდა მიშველოს იმიტომ რომ როგორც მე ვიცი წინა დაჩიკი ნარჩენ ჟანგბადს ზომავს და მეტი საწვავი იმ ნარჩენსაც მოიხმარს.
შენც ნახე კომპზე რომ შეაერთებ რა შეცდომაა ან სურათი გადაუღე რავიცი ამ დიაგნოსტიკის ტიპების ზოგი რას იძახის და ზოგი რას. თან შენი თუ არ გაქვს ძაან ძვირი გამოგდის ამ კომპზე მხოლოდ შეერთებებში 20-20 ლარების ყრა. თან მარტო შეცდომებს კითხულობენ მეშენ გეტყვი და გიშველიან... ქვის ხანა სერვისი აქვთ.
ჩემს შემთხვევაში გაზის 1 ცალი ინჟექტორი შემომეფუჭა.. 1 ცილინდრს არასწორად მისდიოდა გაზი. პერებოი ჰქონდა ხოლმე მუდმივად არასწორად მუშაობდა გაზზე.. 2 ჯერ დავარეგულირებინე და აჰა ძმა ამაზე მეტი არ აწორდებაო..კომპზე რომ ვაერთებდი პირველ ცილინდრში მუდმივი (misfire ) გამოტოვება იყო.. მერე გადავანაცვლე პირველი და მეორე ცილინდრის შლანგები და გადმოიტანა მეორე ცილინდრში ჩავარდნა და პირველი გასწორდა. გამოვცვალე ინჟექტორი და გახდა საათი. ბენზინზეც საათი იყო და ბოლოს რომ ვერ გაასწორეს არა ძმაო ბენზინზეც ურევსო გივიას დუქანთან მითხრეს არადა არ ურერევდა.. ასე რომ ქვის ხანა სერვისი აქვს ბევრს
This post has been edited by moen4 on 19 Jun 2015, 13:10