აკუმულატორის შერჩევისას მარტო 1 პარამეტრს ნუ უყურებთ. აქ სულ მესმის 52 ამპერიანი, 60 ამპერიანი, ალბათ ამაში გულისხმობთ RC (Reserve Capacity) რაც არის.
რაც უფრო დიდია ეს პარამეტრი აკუმულატორი უფრო მეტ ხანს იცოცხლებს, თუმცა არის მეორე პარამეტრი რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რასაც ქვია CCA (Cold Crank Amps), ანუ აძვრის ამპერაჟი, რაც უფრო მეტი აქვს მანქანას ელექტრონიკა, ძრავი დიდია ან დიზელი არის, უფრო მაღალი CCA არის საჭირო.
ახლა ყველაზე მთავარი: ეს 2 რიცხვი ერთმანეთთან კავშირში არ არის, ანუ ვიღაცამ შეიძლება 60 RC-იანი აკუმულატორი გამოუშვას მაგრამ CCA ისეთი დაბალი იყოს, რომ მანქანას არ ეყოს.
აკუმულატორის შერჩევისას ჯერ CCA-ს მიხედვით შეარჩიეთ ხოლმე, რომ თქვენს მანქანას აკმაყოფილებდეს და მერე უყურეთ RC-ს.
მაგალითად ჩემს მანქანაში მიყენია 750 CCA და 90 RC აკუმულატორი. იდეაში ამას 450 CCA-იც ყოფნის.
წერეთელზე მაქვს ნაყიდი მაღაზიაში, რომელიც აღარ არსებობს

BOSCH ეწერა, ოღონდ ცხადად ბოში არ არის

4 წელი შეუსრულდა ოქტომბერში, ვნახოთ ამ ზამთარს როგორ გადაიტანს.
წესით თუ ეს პარამეტრები აქვს რაც ეწერა, კიდე 2-3 წელი უნდა იმუშავოს.
This post has been edited by crusader on 28 Oct 2012, 15:25