ზეთი შავია თუ არა, მაგით ვერ მიხვდები რამდენად კარგად მუშაობს.
თუ ზეთი შავია, ეგ ნიშნავს, რომ ზეთმა კარგად იმუშავა და თავისი საქმე გააკეთა.
მეორეა როდის არის ზეთი გამოსაცვლელი და რამდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს.
ამისთვის არსებობს UOA (Used Oil Analysis), სპეციალური კომპლექტი არის, რომ ნიმუში აიღო ზეთის,
გაუგზავნი კომპანიას და ისინი გიგზავნიან report-ს, სადაც ნაჩვენებია, ამ ზეთში სხვადასხვა ელემენტები რა შემადგენლობით
არის, ანუ თუ რკინა დიდი შემადგენლობით არის, ესე იგი ვერ ზეთავდა კარგად.
ასევე ეგ რეპორტი გეუბნება ამ ზეთს რამდენი აქვს რესურსი და შემდეგ ჩასხმაზე, რამდენი გაატარო.
თუ UOA-ს არ აკეთებ, დანარჩენი ყველაფერი არის მარჩიელობა, არ შავდება, თაფლისფერია და ასე შემდეგ.

რაც შეეხება რამდენზე გამოცვალო.
არა მგონია მე რომპეტროლის სუპერ ან პრემიუმი, უფრო დაბალი ხარისხის იყოს, ვიდრე ევროპული ექვივალენტი.
მანქანაში ზეთის გამოცვლისას, პირველ რიგში უნდა იხელმძღვანელო არა იმით, თუ ზეთის მწარმოებელი რას გეუბნება, არამედ იმით,
თუ მანქანის მწარმოებელი რას გეუბნება.
მაგალითად თუ ავიღებთ Mobil 1 Extended Performance-ს, რომელზეც Mobil 1 გეუბნება, რომ 15,000 mile ~= 24,000 კილომეტრი, შეგიძლია გაატარო,
და მანქანის მწარმოებელი გეუბნება, რომ 5000 mile ~= 8000 კილომეტრზე ზეთი უნდა გამოცვალო, ჯობია 8000 კილომეტრზე გამოცვალო, თვითონ Mobil-იც მაგას გეუბნება, რომ მიყევი მწარმოებლის რეკომენდაციას.
საქართველოში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
1. მტვრიანი ქუჩები
2. აღმართ-დაღმართები
3. ტემპერატურული გადახრა ძალიან დიდი (ზამთარში -20, ზაფხულში 45)
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთვლი, რომ თუ 100%-იან სინთეტიკურ ზეთს არ ასხავ ძრავში, ძალიან დიდი რისკია 1 წელი ან მეტი ძრავში ზეთის გაჩერება და სასურველია სეზონურად გამოცვალო, მაგალითად 1 დეკემბერს და 1 ივნისს.
გარბენს რაც ეხება, ნებისმიერი 100%-იანი სინთეტიკური ზეთი 7000 mile ~= 11000 კილომეტრზე ნაკლებს თუ ატარებ არასპორტული რეჟიმით, არის ფულის გადაყრა. თუმცა მე მირჩევნია ფული გადავყარო და ზეთი 6000 კილომეტრზე გამოვცვალო ან 6 თვეში ერთხელ, რომელიც ადრე მოუწევს, როგორც ქარხნული რეკომენდაცია არის, სამაგიეროდ მეცოდინება რომ 100%-იანი სინთეტიკური ზეთი მისხია, რომელსაც იმხელა რესურსი აქვს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ძრავი მაქსიმალურ კომფორტშია.