რა ძრავზეა რა როგორ ატარებ? მექანიკაა თუ ავტომატიკა? თუ დაბალი კუბატურაა და აწვალებ ადვილად აწევ წყალს და ჯობია დაბალ ტემპერატურიანი თერმოსტატი დააყენო, თუ მშვიდად ატარებ იყოს რაც აყენია
რეალურად დაბალ ტემპერატურიანი თერმოსტატის შემთხვევაში წყალს არ აწევს მაგრამ, მოიმატებს საწვავის ხარჯი, ძრავს მეტი ცვეთა ექნება, (ცოტათი მაგრამ მაინც) ზეთი დაახლ. 1000 კმ-ით ნაკლებს გაივლის...
ქარხნულად როგორც არის გათვლილი ისე არის ეხლა, ხოდა იყოს როგორც არის ჩემი აზრით ესე ჯობია... წყალი რამდენი ხანია ასხია? ანტიფრიზი ჩაასხი, მაგრამ ნახე არ გააპაროს, თუ დიდი ხანია წყალი ასხია გააპარებს სადმე, ანტიფრიზზე მაგ თერმოსტატით არის ქარხნულად გათვლილი და არ უნდა აწიოს ისე რომ რამე გააფუჭოს, ზოგი ამბობს ანტიფრიზი ზამთარში უნდაო

არადა ზაფხულში მეტს აკეთებს საქართველოში ვიდრე ზამთარში, ზამთარში წყალი არ გაგეყინება და ზაფხულში ანტიფრიზს გარდა იმისა რომ გვიან იყინება (უფრო დაბალ ტემპერატურაზე) ამასთან ერთად აქვს თვისება რომ ადრე ხურდება (დილით გათბობას ნაკლები დრო + ბენზინი უნდა) და დუღილის ტემპერატურა აქვს მაღალი, ანუ 100-ზე არ დუღს და არ ჩუხჩუხებს

+ პომპას ზეთავს და არ ჟანგავს ყველაფერს
Power is nothing without control...