ყველას ეგეთი ჭირი როგორ ჭირს კაცო
მოკლედ ერთ მშვენიერ დილას გამოვდივარ სახლიდან, ვჯდები ჩემს მუქ ლურჯაში

ცოტა რამ მუქ ლურჯაზე, 1995 წელს დაბადებული მუქი ლურჯი ბმვ 318ტდს, დიახ დიახ ის მამაკაცია იკვებება მარტო დიზელის საწვავით, ოპს იკვებებოდა აცხონოს მისი სული უფალმა.
მოკლედ ერთ მშვენიერ დილას ან იქნებ არც ისე მშვენიერ დილას გამოვდივარ სახლიდან, ვჯდები მანქანაში და ვქოქავ როგორც ყოველთვის ნახევარი აბაროტით და როგორც ყოველთვის არ ველოდები არანიარ გათბობას ისე გორაობით გავდივარ უბანში, გავიარე თუ არა 200-300 მეტრი ჩემი მუქილურჯა ქრება და არ იქოქება, ამასობაში სტარტერის ტრიალით ჯდება აკუმულატორი, ჩემ ბედზე მალევე იწყება დაღმართი და გერმანელების დედის მოხსენიბით რო ძალა მომეცა მივაწექი და ამ დაღმართზე დავაგორე ეს მანქანა და ასე დაგორებულზე კაი 100 მეტრი რო ვატრიალე დაიქოქა და წავედი სამსახურში.
მეორე დილით იგივე მეორედება ზუსტად, ისევ 200-300 მეტრი ისევ ჩაქრა და ისევ დაღმართამდე ხელით მიგორება, რათქმაუნდა გერმანელების დედა მეხმარებოდა ამ ყვე;აფერში(მორალურად რათქმაუნდა) მოკლედ იგივე სიტუაცია დაგოერბულზე 100-იოდე მეტრი და ისევ გაცოცხლდა ჩემი მუქილურჯა და მივდივართ სამსახურში მარა უკვე ვხვდები რო ეს ყველაფერი კანონზომიერებაში გადადის, და ეს არ მომწონს რათქამუნდა, იმ ღამეს მორიგე ვიყავი სამსახურში და მეორე დილას იგივე სიტუაცია ოღონდ ამჯერად უკვე დაღმართი არ მაქ 300 მეტრის მერე, გავჩერდი ერტი სიტყვით, იქვე ახლოსაა ელექტრიკი ტოპლივშიკი და რადგანაც უკვე დროც მაქ რო შევხედოთ მივაგორე იქამდე და ვეკითხები:
- ნახე აბა რა ჭირს არ იქოქება.
- ახადე კაპოტი.
ავხადე
- აუფ დიზელია?
- კი.
შეცბა ელექტრიკი
- ნასოსის ბრალი იქნება უეჭველი.
ამ დროს ნასოსი ისეა მოწყობილი რო დაქოქვისას მუშაობს მარტო, მერე ითიშება და არ მუშოაბს, დიზელია რა. მარა ამან არ იცის ეგ.
- შეგიმოწმებ თუ გინდა მარა უნდა ავწიოთ, ბაკი მოვხსნათ და ისე გავსინჯოთ.
ამ დროს ნასოსთან უკანა სკამს რო მოხსნი ისე მიხვალ უპრობლემოდ
- არ ვიცი რაც გინდა ისე ქენი დაქოქე ოღონდ თუ ძმა ხარ.
შეცბა.
- არ მცალი ახლა.
- კაი აკუმულატორი მაინც დამიტენე ძმურად.
- კაი მაიტა, ისე ფილტრი შეცვალე მაინც.
- კაი წავალ ვიყიდი.
მოკლედ აკუმულატორს ვუტოვებ ხელოსანს და ფეხიტ მივდივარ იქვე ვარკეთილის ბაზრობაში ვყიდულობ დიზელის ფილტრს და ვაყენებ. მერე იქვე მარკეტში ვყიდულობ ლუდს 2 ლიტრიან ჩერნიგოვსკოეს და მიმაქ მადლიერების ნიშნად ხელოსანთან, რო დამიტენა აკუმულატორი იმისთვის, დანარჩენი მე გავაკეთე კაპოტის ახდის ჩატვლით, მოკლედ კაი ხნის ტრიალის მერე იქოქება მუქი ლურჯა-შემდეგში ML და მეც გახარებული მივდივარ სახლში, ნუ რათქმაუნდა მეორე დილას იგივე სიტუაციაა მარა ამჯერად ნაკლები წვალებით დაიქოქა. და წავედი ისევ სამსახურში, მოკლედ ასე გაგრძელდა 3 დღე კიდო, 4 დგეს სტარტერმა ამდენი აბუჩად აგდება ვერ აიტანა და მოკვდა სტარტერი როგორ და რანაირად გამოვცვალე ეგ ცალკე ისტორიაა რომელიც ამ ისტორიაზე უარესია კიდო, მარა ახალი დავაყენე მარა ჩემი პრობლემა იგივეა, მოკლედ მივდივარ უკვე დიზელისტებთან.
- გაუმარჯოს ძმა, ქრება ასე და ასე, მიშველე რემა.
- აუფ მექანიკური ნასოსია?? (აპარატურაზეა ლაპარაკი)
- კი
- ამას კომპიუტერული დიაგნოსტიკა არ უშველის.
- ააბა რა ვუყო?
- ალბათ ჰაერს იღებს საიდანღაც,
- მერე ნახე საოდან იღებს.
= მე არ მცალია წადი "ვიღაცასთან"
მივდივარ "ვიღაცასთან"
- გაუმარჯოს ძმა, ასე და ასე მჭირს მიშველე.
იმის პასუხიც იგივეა,
- ჰაერს იღებს ალბათ სადღაც,
- მერე გამირკვიე საიდან იღებს და გადაგიხდი შე კაცო, ისე ხო არ მინდა.
- აუ მაგარი საჩალიჩო ამბავია ეგ, არ მცალია.
- ვახ ჩეემი, აბა რა ვქნა?
- არ ვიცი და მიშვებს ვაშლიჯვარში დიზელშიკებთან.
რაღა თავი მოგაბეზროთ და იქ საერთოდ დალაპარაკებაში მომთხოვეს ლამის ფული და იგივე პასუხია. გვეზარება საჩალიჩოა .
ამდენ სირბილში უკვე აკუმულატორმა ვერ აიტანა ჩაგვრა და ყოველ დილით ნახევარსაათიანი სტარტერის ტრიალი და მოკვდა, ნუ აქ მარტივია ყველაფერი. მიდიხარ თეგეთაში და გინდა იყიდო აკუმულატორი, და კონსულტანტი გტენის 99 ამპერიან ვარტას რომელიც ღირს უბედურად ძვირი და იმხელაა რო ჩემ მანქანაში არ ეტევა:
- 99 ამერიანი უწერია კატალოგით თქვენ მანქანა.
- რათ უნდა მაგდენი შე კაცო მაიტა 74 ამპერიანი რო ის ვარტა,
- არა მაგაზე გარანტიას ვერ მოგცემთ, თქვენ მანქანაში 99-იანი უნდა ჩავდგათ
- წამო აბა და ჩაატიე ჩემ მანქანაში 99-იანი.
გავდივართ გარეთ და ვასკვნით რო ჩემ მანქანას არააქ მაგხელა ადგილი აკუმულატორის

)))
გაწბილდა თეგეტას ტიპი.
- კაი ამაზე მოგცემთ გარანტიას.
მოკლედ მაინც ვერ ვიყიდე იმიტო რო TBC-მ არ გამიკეთა განვადება.
წავედი და ელიავაზე ვიყიდე მშვენიერი ჩეხური,
მოკლედ ამდენი წვალების და ხელოსნებთან უაზრო წანწალის მერე შევედი ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე და მანდ ვიკითხე რა შეიძლება იყოსთქო, და იმღამესვე მიპასუხა ერთმა, აბრატნი კლაპანი დაუყენეო საწვავის მაგისტრალშიო, ანუ საწვავი რო ამოიტანოს ნასოსმა ბაკიდან და უკან რო არ ჩავიდეს ღამე სანამ გათიშუალია ძრავი,.
მოკლედ მივდივარ მაღაზიაში ვყიდულობ 6 ლარად 2 ცალ ვაზ2109=ის აბრატნი კლაპანს, 2 ლარად 4 ხამუტს და ვაყენებ ბაკიდან სადაც შლანგები ამოდის იქ,
მოკლედ ჭირი იქა ლხინი აქა, ასე დასრულდა მთელი პრობლემები, იმის მერე 1 წელზე მეტი სანამ ელიავას მივაბარე ავარიის გამო ეგ მანქანა, პრობლემა არც დაქოქვაზე და არც შუაგზაზე ჩაქრობაზე არ მქონია.
P. S. რო კითხო დიზელი არ ვარგა ზამთარში გაგაწამებს

ვადასტურებ სისულელეა, ოპელ ასტრას ვერ უგებენ აქ და ტურბოდიზელს გინდა გაუგონ?? იმის მერე ის მანქანა მარტო ხადავიკტან მიმყავდა, ჯიგარ გიოსთან