უფ ნუ გამახსენებ
მოკლედ ჩინური კომპით შეამოწმეს და წინა ლამბდას ანთებდა
100 ლარის ამბავი იყო რა
და ესენი შემაცვლევინეს
- ლამბდა 100 ლარი
- მეორე ლამბდა (გარანტიით იმიტომ რომ ისევ აანთო იგივე)
მერე თქვა აბაროტი თამაშობსო ხალსტოიზე 10-20 ბრუნითო
და ამიტომ მოდი დროსელი შევცვალოთო იქნებ ეშველოსო
- დაშლილებში დროზელი 50 ლარი
არ ეშველა
მოდი ბენზინის ტუმბო შევსვალოთო
- ტუმბო 100 ლარი
ამასობაში ვაზდუხამერმა გაასხა მანდვე თეგეტადან რო გამოვედი
- ვაზდუხამერი - 300 ლარი
კაროჩე ანთებს ისევ ლამბდა
ტიპი მეუბნება სპორტ ფილტრის გამო ანთებსო თანაც გარანტიას არ მოგცემთო ვაზდუხამერზეო
ვეუბნები 3 წელი ესე დავდივარ და არაფერი ანთებდა მეთქი
არ ვიცი დაძველდაო ყველაფერი

წავედი ჯინაზე ვიყიდე
- ბუდე და შლანგები 150 ლარი
- ფილტრი 10 ლარი
მოვედი ჰა მეთქი აგერ ქარხნული ბუდე და ფილტრი რატო ანთებს???
კომპრესია იქნებაო სადღაც რაღაც ჟონავსო ალბათ
შეამოწმა ბოლით - არაფერი არ ჟონავს ყველაფერი გადასარევად მუშაობს
ამასობაში უკვე ხელობაშიც ერთი 300 ლარში ვზივარ
ტიპმა ინჟექტორები გავწმინდოთო
ეგ ერთი 400 ლარის ამბავია
მეც ნელნელა ამომასხა
ამ დროს

სრულიად შემთხვევით ტიპმა გააძრო ბოშის "ლაუნჩერი"
და იმან აჩვენა არა წინა ლამბდა - არამეტ უკანა
შევცვალეთ თუ არა საერთოდ აღარ აუნთია
ანუ თავიდანვე "შემდეგ" ლამბდა იყო დაზიანებული და ის ჩინური კომპი "მდე"-ს აგდებდა

აი ასე დამახარჯინეს 1000 ლარზე მეტი ერთი 50$-ნი ლამბის გულისთვის