გააჩნია
1) რომელ წლიანი
2) რამდენ გარბენიანი
3) რამდენად შენახული
4) რამდენს აპირებ სიარულს
5) რა პირობებში
6) სად იქნება ჩატარებული სერვიცი
მოკლედ ბევრი "გააჩნია" არის რა
და კიდევ გააჩნია ძვირ შესანახს რას ეძახიან
ზოგისთვის წელიწადში 1000 ლარი ძვირია სერვისი ზოგისთვის კიდევ 1 თვის ბენზინია და მაგრად კიდია მაგ ფულის სერვისში გადაყრა
მე 3 წელი მყავს და არ ვაპირებ გაყიდვას კიდევ ერთი 3 წელი
არც არაფერს ვწერ ამდაგვარ თემებში გამომივა რო ჩემ მანქანას ან ვაქებ ან ვაგინებ
უბრალოდ ფაქტია კიდევ კაი ხანი მინდა დავიტოვო

მოკლედ დავიწყოთ რეგულარული სერვისით (4.4 2001)
ზეთი - ერთი შეცვლა 220 ლარი დაახლოვებით თავისი ფილტრით (ცენტრში 260-270)
კალოდკები - ატე და ტექსტარი მაგარია ორივე - 4-ვე კალოდკა თავის შეცვლით 220-240 ლარი
საბურავები - გააჩნია ზომას - 315/35/20 ძვირებია - ცალი 750 ლარი, 255/55/18 - 400-450-ის ფარგლებში - რომ გაყო 5 სეზონზე არც ეგაა ძვირი
სავალი ნაწილები - 4-5 თვეში ერთხელ მიმყავს (ეხლა მარტში ვაპირებ) და წევენ და ყველაფერს ვამოწმებინებ - 3 წელიწადში ჯერ არც ერთი სავალი ნაწილი არ გამომიცვლია 2 ჯერ
ბალკის რეზინა - 60 ლარი (ლენფორდერ)
უკანა ჭრიჭინა - 60 ლარი (ლენფორდერ)
უდარნი ტიაგები - 110-150 ლარი (ლენფორდერ)
სწორი გიტარა - 120 ლარი (ლენფორდერ)
პილნიკები 20-100 ლარი - გააჩნია ხარისხს
მეტი არ ვიცი არ დამჭირვებია
თანამ მე ვცვლი ისე რომ კიდევ ივლიდა მანქანა უბრალოდ არ მევასება რამე რო რესურსის ბოლოსტან ახლოსაა
რო ვიყიდე იაფად ვიყიდე და ჰქონდა პრობლემები რომლებიც ჩემი ხარჯით გავაკეთე
გაგრილების სისტემა აპარებდა - გავაკეთე ცენტრში ძვირი დაჯდა - მართლა ძვირი დაჯდა მაგრამ ეგ შემომეტენა ასე ვთქვათ - რო იყიდით დააკვირდით ერთი ორი თვე წყალს - ერთ წვეთსაც არ უნდა აპარებდეს - მე დავიკიდე (ცენტრში კი მითხრეს დიაგნოსტიკა რო ჩაუტარეს) მეთქი ეს ეგრე ყველა აპარებს - და ეგრე არ ყოფილა - ერთი წელი რომც არ ჩაამატო წყალი არ უნდა დაიკლოს
უკანა ბალიში 400 გელა დაჯDა
ეს ორივე თავიდანვე ჭირდა
ხოდა რავი ერთი ორჯერ დაჩიკები დავცვალე
11 წლის მანქანაა არ დაგავიწყდეთ
იაფი და "დაქოქე და დაივიწყე წლობით" მანქანა არაა - მაგრამ ვინც ამას ყიდულობს თუ ხაჭაპურზე დაზოგილი ფულით არ ყიდულობ და რეალურად გინდა ეს მანქანა თავისუფლად გაწვდები
ბევრი ნაწილი მიდის სხვა ბმვ მარკების - და ამის გამოა იაფი
კაი ხელოსანი უნდა იცოდე ვინმე და კარგ ფასში გააკეთებს - სავალ ნაწილებში მაგალითად ფასები მერყეობს 20-40 ლარის ფარგლებში და "რახან X" არის არავინ ტყუვდება უკვე რა