მოკლედ, ვიდეო ალბათ არც არის საჭირო.
ვისაც საკუთარი ხელით სურს ფარების პოლირება, პირველ რიგში უნდა გაარკვიოს პლასტმასის არის ფარი თუ შუშის, დღესდღებით ფარების 95% პოლიკარბონატისგან მზადდება. გარჩევა იოლია, შუშა არასდროს გაყვითლდება, შიგნიდან შეიძლება შევიდეს ჭუჭყი და გარედან კენჭების მოხვედრისგან თეთრად დაიწინწკლოს ფარი, როგორც წესი ეს ახასიათებს ე.წ "ტუმანნიკებს", ხელით მიკაკუნებისას თუ იგრძნობთ რომ ზედაპირი დრეკადია, მაშინ შუშასთან გაქვთ საქმე, პოლიკარბონატის პლსატმასს მაღალი დრეკადობა ახასიათებს.
მიუხედავად იმისა რომ ეს მასალა უნივერსალურია, მაინც განსხვავდება იაპონური და ევროპული ტექნოლოგია, როგორც ჩანს სხვადასხვა მინარევებს შეიცავს. იაპონური ფარის პლასტმასი რბილია, იოლად დასამუშავებელია, არც დამცავი ლაქით არ არის დაფარული, გერმანული პლასტმასი უფრო მყარია, დაფარულია დამცავი ლაქით, მზე წვავს ლაქსაც და პლასტმასსაც, დამუშავების დროს საჭიროა დამცავი ფენის სრულად აღება, რადგან ნაწილის დატოვების შემთხვევაში სხვადასხვა ბზინვარება ექნება დამუშავებულ ლაქს და პლასმასს. გერმანული ფარის დამუშავება შრომატევადი პროცესია და ხშირად 4-5 საათიც ჭირდება სასურველი ეფექტის მიღწევას, ცუდად გაკეთებული ან გამოუცდელი ხელოსნის გაკეთებულ ფარს რჩება თეთრი წინწკლები ან აჭრილი ზედაპირი, რაც იმაზე მეტყველებს რომ დამწვარი ფენა სრულად არ არის აღებული. ამიტომ უბრალოდ არარეალურია, როდესაც ზოგს უჩნდება 10-20 ლარად ასეთი ფარის დამუშავების სურვილი, "ელიავას მასტერები" ამ პრობლემას ვერ მოგიხსნიან, რადგან არც სათანადო მასალა აქვთ და არც 3-4 საათის დაკარგვის სურვილი.
არც იაპონური ფარი მუშავდება 15-20 წუთში. უბრალოდ იაპონელები აქაც ჯობნიან სხვა მწარმოებლებს, ეფექტი როგორც წესი ბევრად უკეთესია იაპონურ ფარებზე. ბევრი იძახის რომ ფარი გავაკეთე და მალევე გაყვითლდაო, არადა სწორი დამუშავების შემთხვევაში რამდენიმე წელიც კი უნდა გაძლოს ფარმა. ასე რომ, ვისაც უნდა, რომ ფარებმა დაიბრუნოს ძველებური ელფერი და ზედმეტი ლარების ხელოსნისთვის გადახდა არ სურს, უმჯობესია ელიავას გზა დაივიწყოთ და საკუთარი ხელით გააკეთოთ.
არასწორი მეთოდი, ფარს ამუშავებენ უხეში ზუმფარით, სადღაც ალბათ 300-400-იანით, მერე რაღაც გაურკვეველ ზეთოვან სითხეს უსვამენ, ეუბნებიან რომ მანქანა არ გარეცხონ 2 დღე, მიზეზი მარტივია, გარეცხვის მერე უბრალოდ ეს ზეთოვანი სითხე ჩამოცილდება და შეგრჩებათ, დაკაწრული, ზუმფარისგან გადათეთრებული ფარი.
იმისათვის რომ სწორად დამუშავდეს ფარი, საჭიროა:
ზუმფარები:
1. 400მიკრონი (ძლიერ დამწავრი ფარის შემთხვევაში)
2. 600 მიკრონი
3. 1000-იანი
4. 1200-იანი
5. 1500-იანი
6. 2000-იანი
7. პოლირების პასტა, არ აგერიოთ სონაქსის ან სხვა მწარმოებლის პოლიროლში, პოლიროლი ცვილს შეიცავს და ხელოვნურად აპრიალებს ზედაპირს, ასევე იცავს, მისი გამოყენება შეიძლება ბოლოს. პოლირებისთვის შესაძლებელია 3M-ის პასტების გამოყენება ან სხვა მწარმოებლის, მე ვიყენებ გერმანული ფირმის პასტებს. სულ მცირე ორი პასტა უნდა გამოვიყენოთ, პირველი უფრო მაღალი აბრაზიულობის პასტა იღებს ზუმფარის ნაკაწრებს, მეორე პასტა არის უფრო წმინდა, მიკრონებში ალბათ 6000-7000. ეს პასტა უკვე ანიჭებს ბზინვარებას. პოლირების პასტა რეალურად იგივე ზუმფარაა, ოღონდ თხევადი სახის, პასტა ხეხავს ზედაპირს, უბრალოდ შეიცავს მიკროსკოპულ ნაწილაკებს, დამუშავებული ზედაპირი ჩვენი თვალით აღიქმება როგორც პრიალა, პოლიროლი ხელოვნურად აპრიალებს, ერთგვარ ბზინვარე ფენად ეკრობა, ამიტომ მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულფასოვანი დამუშავების შემდეგ, ზუმფარის შემდეგ პოლიროლის გამოყენება არის უბრალოდ თავის მოტყუება.
8. ბოლო ფენად შეიძლება გამოვიყენოთ UV დამცავი სითხე, ფასის მიხ. ასეთი სითხეების მოქმედების ხანგრძლივობაცა განსხვავდება, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, ხანგრძლივი ეფექტის საიდუმლო დამწვარი ფენის სრულფასოვნად აღებაშია.
ყველაზე მთავარი რაც გჭირდებათ, არის პოლირების აპარატი, სპეციალური აბრაზიული ღრუბლებით, ე.წ "ბოლგარკაში" არ აგერიოთ, პოლირების აპარატს აქვს რეგულირებადი სიჩქარეები და ფარის დამუშავება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად დაბალ სიჩქარეზე, თანაბარი მოძრაობებით, მაღალმა სიჩქარემ და ზედმეტმა ბრუნვამ შეიძლება პლასტმასი ისე დაწვას რომ არაფერმა არ უშველოს. ბრუნვის რიცხვი საშუალოდ 2000-3000.
აქ სურათზე ხედავთ მასალებს
photo hosting softwareესეც ჰიტაჩის დრელი, თუ პოლირების აპარატი არ გაქვთ, მსგავსი ინსტრუმენტითაც შეგიძლიათ გააკეთოთ პოლირება
windows screenshots toolიწყებთ უხეში ზუმფარით, იაპონურებს როგორც წესი 1000 მიკრონიც ყოფნის, აცილებთ დამწვარ ფენას, შემდეგ გადადიხართ უფრო წმინდა ზუმფარაზე, საშუალოდ 10-20 წუთი თითო ზუმფარა დაზიანების ხარისხის მიხ., ბოლოს პასტით და აპარატით, სანამ არ ამოვა ზუმფარის ნაკაწრები და ფარი ბზინვას არ დაიწყებს.
ესეც დღეს გაკეთებული ფარები, შედეგი ბევრად უკეთესია, უბრალოდ მობილურს უჭირს პოლირებული ფარის გადაღება ამრეკლიდან უკან დაბრუნებული შუქის გამო
screen shot download
screen shot pcმასალები:
1-2 ლარი თითო ზუმფარა,
პასტა 100გრ. 7-8 ლარი
This post has been edited by avtoservisi on 6 Mar 2014, 16:40