გაუმარჯოს სასტავს,
მანქანა ცოტას გადახრილია მარჯვნივ, წინა თვლებთან ცოტა მეტად ვიდრე უკანა. ამორტიზატორის გარდა კიდევ რისი ბრალი შეიძლება იყოს? ბორბალსა და კრილოს შორის მანძილს ვზომავ ხელით (თვალითაც ეტყობა) და სხვაობაა კარგად. თუ ამორტიზატორია დაბრედილი, წინას გამო შეიძლება უკანაც მომცეს სხვაობა? ანუ შეიძლება მარტო წინა ამორტიზატორის პრობლემა იყოს, თუ უკანაც დაბრედილია (რადგან უკანაც შეიმჩნევა გადახრა)?
და მეორე შეკითხვა:
თუ მაინც ამორტიზატორის შეცვლა მომიწია, ჩემსას უწერია ოპშენი "Sports suspension settings" (S226A), ანუ სპორტული პადვესკაა. თან Dynamic Drive აქვს. კატალოგში სადაც ვნახე მაგის და ჩვეულებრივი პადვესკის ამორტიზატორები განსხვავდება.
BMW-ს მაღაზია როა ქუთაისის ქუჩაზე (თუ ვახუშტის, ეგენი მერევა) ქვემოთ, მითხრეს სპორტული ამორტიზატორი გინდა მაგისთვისო, რასაც აქ ვერ იშოვიო და ჩვეულებრივის დაყენებას თუ გადაწყვეტ პრუჟინებიც უნდა იშოვო დაშლილებში შესაბამისიო. ეს უკანასკნელი არ მხიბლავს რადგან მანქანას დაბალი პასატკა აქვს და არ მინდა ავამაღლო.
მერე თეგეტაში დავრეკე და ტიპმა ვინ კოდით "გადაამოწმა" და მეუბნება მაგას არანაირი სპორტული პადვესკა არ აქვს და ჩვეულებრივი SACHS ამორტიზატორები გვაქვს და წავა შესანიშნავადო. BMWFans.Info-ზე ვნახულობთ ჩვენო. მაგ საიტზე ვინ კოდი რო ჩავუწერე მარტო მოდელი და ძრავის კოდი დამიწერა მეტი არაფერი, ამით როგორ უნდა გაგეგოთქო და ვერ მიპასუხა. არადა ზუსტად ვიცი ეს დედააფეთქებული "Sports suspension settings" (S226A) აქვს შემსას.
ეხლა ორი შეკითხვა მაქვს:
1. სად ვიშოვო შესაბამისი (სპორტული) ამორტიზატორები ამ მანქანისთვის თბილისში? ვიცი ალბათ პასუხია "არსად"

2. ჩვეულებრივი (მაგრამ ხარისხიანი) ამორტიზატორები რომ ვიყიდო დადგება? ისე რო პრუჟინის შეცვლა და პასატკის ამაღლება არ მომიწიოს? და თუ დადგება რა სხვაობას მომცემს? უფრო დარბილდება ალბათ ხო? Dynamic Drive-ზე რამე უარყოფითი კუთხით ხო არ იმოქმედებს?
იქნება მირჩიოთ რამე თორე ამ უვიცი ხელოსან-გამყიდველების იმედი აღარ მაქვს....

P.S.: სად შევამოწმებინო ეს გადახრა ზუსტად რისი ბრალია? ამორტიზატორების რომ არ იყოს და 1K+ ლარში ტყუილად გადავვარდე არ მინდა! თეგეტაში დავრბივარ წინ და უკან რაღაცეებზე და მაგათი ნდობა ნელნელა იკლებს, სხვადასხვა სერვისცენტრებში სხვადასხვა პასუხებს მეუბნებიან, პახოდუ მე მიწევს რაღაცეების იქეთ სწავლება იბიომატ