სალამი მეგობრებო.
მოკელდ, რამოდენიმე ხნის წინ მოვიწერე ჩემ პრობლემაზე, დილით არ იქოქებოდა მანქანა (W210 CDI 2001).
ნუ, როცა ძრავი გახურდებოდა არც მაშნ იკლავდა თავს, მაგრამ წვალების შემდეგ ახრიალდებოდა ბოლოსდაბოლოს, დილით კი გაჯორებული იყო.
რაც ზემოთ მიწერია ესენი ხო ყველაფერი დავუცვალე.
ამის შემდეგ ახალი აკუმულატორი ჩავუდგი შედეგი 0.
ახალი სტარტერი შედეგი 0.
ბოლოს კიდე სხვა ხელოსნებთან მივიყვანე, ამათმა მექანიკური ფასრონკა დააგეს და ამას ძმაო კომპიუტერი აქ დამწვარი დენი არ მოდის ფარსონკაზეო.
შემაგულიანეს, კომპი თავისი საკეტებით, ჩხაკუნათი და გასაღებითურთ შეცვალე და ეგააო.
რა დამემართებოდა ხო წარმოგიდგენიათ.
ბოლოს, ქუთაისშ სოსოა დიზელების ხელოსანი იმას ვანახე, მოვუყევი ჩემი ისტორია.
ჯერ რო მომისმინა აგვიჩუყდა გული და ერთად ვიტირეთ, მერე შეამოწმა კიდე ერთხელ და:
ყველაფერი გამორიცხულია ერთადერთი მახავიკი შეამოწმე მაინცო.
მივედი ნაცნობ ხელოსანთან კარობკის ჩამოსაღებად.
იმანაც პატივი მცა, არ უნდა კაროპკის მოხსნა ისედაც ჩანს გარედანო.
პატარა ფორთოჩკაა, მოხსნი პლასტმასტის ხუფს და ეგაა.
ავწიეთ მანქანა, მოხსნა ხუფი, გამოჩნდა მახავიკის კბილანები.
ერთი დატრიალება, მეორე დატრიალება და ჰოი საოცრებავ.
3 კბილი აღმოჩნდა ჩაღუნული

გამოასწორა მანტიროვკით ეს კბილები და რო არ მეჯერა მანქანა დაიქოქა პირველივე გადაკვრაზე
ე.ი. რა ხდებოდა, მანამდე სტარტერი ხო გამიფუჭდა, ბენდექსი ჩაიშალა, ხოდა ეტყობა რაღაც ნაწილები შეიტანა შიგნით და ჩაღუნა ეს კბილები.
მახავიკის ათვლის დატჩიკი ხო მაგნიტზეა, ვერ ხედავდა ამ ჩაღუნულ კბილებს, არასწოორად ითვლიდა და მანქანას არ ქოქავდა.
ცხელზე ალბათ შეადრებით უკეთ მიტო იქოქებოდა სრული ბრუნის გაკეთება არ უწევდა მახავიკს დასაქოქად და იმ ჩაღუნულ კბილებამდე სანამ მივიდოდა კი ქოქავდა.
ცივზე 2-3 აბაროტი მაინც ჭირდება და ეს 3 კბილი (დაახლოებით 70-80 ცალამდე იქნება ალბათ) ატყუებდა ეგ შათლახი

მოკელდ, ასე მშვიდობით დამთავრდა ჩემი სევდიანი ისტორია
ნერვები წყვეტის გარდა შემრჩა:
მუშა სტარეტრი
მუშა მაღალი წნევის ნასოსი
ათვლის დაჩიკები ორივე
2 ფარსოვკა და ა.შ.

მადლობა ბატონ სოსოს პროფესიონალიზმისთვის

ვინც ჩემ დღეშ ხართ (ან იქნებით) იმედია გამოგადგებათ ეს ისტორია.
აბა წარმატებები ყველას