iak-092ეს არის მაგ მანქანის წიგნი
http://panavi.kz/4runner/185/toyota_4runne...manual_1999.pdfმაგ მანქანას უნდა 5w-30 API სერტიფიცირებული ზეთი, 5-6 ლიტრა.
თუ ტემპერატურა -16-ზე მეტია, მაშინ 10w-30-იც მოსულა.
ტემპერატურულ შკალაზე ჩანს რომ 5w-30 რეკომენდირებულია 38 გრადუსამდე.
მანქანის გარბენიდან და ამ ფაქტიდან გამომდინარე, მე ზაფხულში 10w-30-ს გირჩევდი.
API სერტიფიცირებული 10w-30 შეგიძლია იყიდო შემდეგ ადგილებში:
1. AmeriMotoros - Mobil 1, Mobil Super
2. Aral-ის მაღაზია სააკაძეზე - Idemitsu
3. Yamato - Toyota-ს "ორიგინალი" ზეთი, ან Mitasu
4. 76Lubrincats (კანდელაკზე, რომპეტროლის კალონკას რომ აცდები, ლოგო ჩანს მარჯვნივ) - Kendall ან 76Lubrincats
ავტომატური კოლოფი - უნდა Dexron II სერტიფიცირებული ზეთი, გამოცვლის მეთოდი გაათბე ზეთი, ჩამოღვარე, რამდენიც ჩამოვა იმდენი დაამატე.
ერთ ჩამოღვრაზე ჩამოვა 2 ლიტრამდე. თუ 2-3-ჯერ გაიმეორებ ამ პროცედურას ზეთის დიდი ნაწილი გამოცვლილი იქნება. ფილტრი არ ვიცი ეცვლება თუ არა
"რაზდატკა" - 75w-90 სიბლანტის ხიდის ზეთი API GL-4, ან API GL-5 სერტიფიკაციით, მე GL-5-ს მოვძებნიდი, 1 ლიტრი უნდა