იცი რამდენია კლების სტანდარტული ნორმა ყველა შიგაწვის 4 ტაქტიანი ძრავისათვის?
სტანდარტული ნორმა არის მოხმარებული საწვავის 0.1%-დან 0.3%-მდე.
მანქანა რომელიც მოიხმარს 10 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე, 10 000 კმ-ზე სჭირდება 1 000 ლიტრი საწვავი, შესაბამისად ნორმა გამოდის 1-3 ლიტრი.
სატვირთოებზე ეს ნორმა გამოდის შემდეგი - წვა 100 კმ-ზე საშუალოდ არის 40 ლიტრი, 10 000 კმ-ის გასავლელად სჭირდება 4000 ლიტრი დიზელი, შესაბამისად მისი ზეთის კლების ნორმა გამოდის 10 000 კმ-ზე 4-12 ლიტრი.
ამ ყველაფერს ემატება ბინძური გარემო და დაბალი ხარისხის საწვავი და ზოგჯერ ვიღებთ უფრო მეტ კლებას.
სხვადასხვა ავტომწარმოებლებს პირდაპირ უწერიათ კლების ნორმები, თან ამაზე ბევრად მეტი, რადგან ყველა ცდილობს თხელი ზეთის ხარჯზე მიიღოს საწვავის ეკონომია და ნაკლები და სუფთა გამონაბოლქვი, აქედანაა მერსედესებზე 800 გრამი 1 000 (ათასი) კმ-ზე, BMW-ზე 700 გრამი 1 000 კმ-ზე და ა.შ.
ყველა მანუალში წერია, რომ ისევე როგორც საწვავის მოხმარება, ზეთის კლებაც დამოკიდებულია ტარების სტილზე და რეჟიმებზე.
თუ მანქანა გამართულია და მასში ასხია ზეთი, რომელიც თავის ყველა ფუნქციას ნორმალურად ასრულებს, იქ აუცილებლად შუპზეც ჩანს კლება. როცა ხშირად ქალაქში მოკლე დისტანციებზე გიწევს სიარული კლება შუპზე არ ჩანს, რადგან ზეთი გაცხელებას თუ ვერ ასწრებს ვერ გამოიდევნება კონდესატი, ხოლო არასრული წვის გამო დაუმწვარი საწვავიც აზავებს ზეთს, მაგრამ როგორც კი ტრასაზე გახვალ, განსაკუთრებულად ბევრს დაიკლებს, რადგან რეალურად ზეთი კი არა ზეთის და კონდესატ-საწვავის ნარევი იქნება კარტერში.
ეს ყველაფერი მანუალებში ძალიან კარგად წერია და თუ არ დაგეზარებათ წაკითხვა ზეთის კლების ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
აი ჰონდას მანუალები
http://owners.honda.com/vehicles/informati...02/CR-V/manuals This post has been edited by NeoZ on 3 Jun 2013, 10:31