crusaderმოკლედ, არ დამეზარა და კარგად წავიკითხე ის ლინკი, რომელსაც შენ დებ ხოლმე API-ს გადასამოწმებლად.
დავადგინე შემდეგი - აღნიშული ლინკი ემსახურება მხოლოდ API-ს ნიშნების მქონე (დაშვება სხვაა) პროდუქტების სიას. ანუ პროდუქტი შეიძლება შეესაბამებოდეს API-ს, მაგრამ არ ქონდეს API-ს ნიშანი.
გადავთარგმნე მაგ სისტემის დანიშნულება, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ და ყველა მსურველი გაეცნოთ:
http://www.api.org/eolcsძრავის ზეთი (ძრავის ზეთების ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემა) EOLCS
API–ს ძრავის ზეთის ხარისხის ნიშნები – API–ს მომსახურების სიმბოლო „ბლითი“ (პონჩიკი) და სერტიფიკაციის ნიშანი – „გამოსხივება“ (a pattern of rays or lines radiating from a light source) – ეხმარება მომხმარებლებს მოახდინოს ძრავის ზეთების ხარისხის იდენტიფიცირება მათი ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილებისათვის.
მიმოხილვა
API–ს ძრავის ზეთების ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემა არის ნებაყოფლობითი ლიცენზირებისა და სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც უფლებას აძლევს ძრავის ზეთის ბაზრის მონაწილეებს (გამყიდველებს) ვინც აკმაყოფილებენ სპეციფიურ მოთხოვნებს გამოიყენონ API–ს ძრავის ზეთის ხარისხის ნიშნები. API–ს ძრავის ზეთების პროგრამა შეიქმნა 1993 წელს ზეთების და მისართების ინდუსტრიის და ავტომობილების და ძრავების მწარმოებლების – ფორდის, ჯენერალ მოტორსის, კრაისლერს და იაპონური ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის და ძრავების მწარმოებლების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით. საექსპლუატაციო მაჩვენებლები და ტესტირების მეთოდები დამტკიცებულია ავტომობილების და ძრავების მწარმოებლების და ტექნიკური საზოგადოებების და სავაჭრო ასოციაციების მიერ, ისეთების როგორებიცაა ამერიკის ტესტირებისა და მასალების საზოგადოება (American Society for Testing and Materials – ASTM), საავტომობილო ინჟინრების საზოგადოება (Society for Automotive Engineers – SAE), და ამერიკის ქიმიის საბჭო (American Chemistry Council ACC).
ძრავის ზეთების პროგრამა გამყარებულია მიმდინარე მონიტორინგისა და მოთხოვნების იძულებით შესრულების პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს ლიცენზიების შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან. ეს მოიცავს ფიზიკურ, ქიმიურ და საექსპლუატაციო მაჩვენებლების ტესტებს ლიცენზირებულ ძრავის ზეთებზე და ამოწმებს, რამდენად API–ს რეგისტრირებული ნიშნები სწორადაა განთავსებული შეფუთვაზე და გადასცემს ზუსტ ინფორმაციას მომხმარებელს.
აღნიშნული პროგრამის თითქმის ნახევარი, 500–ზე მეტი ლიცენზიანტი აშშ–დანაა, ხოლო დანარჩენი ნახევარი მსოფლიოს სხვა 50 ქვეყნიდან. ლიცენზიანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ლიცენზიების განყოფილებაში. 8,000–ზე მეტი პროდუქტი აჩვენებს (იყენებს) API–ს ნიშნებს.
მოთხოვნები
პროგრამის მოთხოვნები აღწერილია API 1509–ში, ძრავის ზეთების ლიცენზირების და სერტიფიკაციის სისტემაში. ეს სტანდარტი აღწერს პროგრამით მოთხოვნილ საექსპლუატაციო მოთხოვნებს, ხსნის ძრავის ზეთის მიმდინარე კატეგორიებს, გვიჩვენებს ნიშნები როგორ უნდა იქნას გამოყენებული, და ხნის მონიტორინგისა და მოთხოვნების იძულებით დაცვის პროგრამას. API 1509–ით განსაზღვრული სტანდარტები, როგორებიცაა ASTM D 4485, ძრავის ზეთების სტანდარტული საექსპლუატაციო თვისებების სპეციფიკაციები და SAE J300, ძრავის ზეთის სიბლანტის კლასიფიკაცია, ასევე კრიტიკულ როლს თამაშობენ პროგრამის განსაზღვრაში. აღნიშნულები შეძენილ უნდა იქნას მათი ინიციატორი (გარანტორი) ორგანიზაციებიდან.
მონიტორინგისა და მოთხოვნების იძულებითი შესრულების პროგრამა
API 1994 წლიდან თვითონ აკეთებს რეალიზაციაში გამოსული დაფასოებული ძრავის ზეთების ანალიზებს, რომლებზეც დატანილია API–ს ძრავის ზეთის ხარისხის ნიშნები – API–ს მომსახურების სიმბოლო „ბლითი“ (პონჩიკი) და სერტიფიკაციის ნიშანი – „ვარსკვლავი“ (გამოსხივება a pattern of rays or lines radiating from a light source), მეორადი ბაზრის აუდიტის პროგრამის ფარგლებში (AMAP), ხოლო 1999 წლიდან დაიწყო ასევე ჩამოსასხმელი ზეთების ანალიზები ავტომობილების მომსახურების პუნქტებიდან. AMAP–მა შეცვალა ზეთის მარკირების დადგენის პროგრამა (OLAP), ტესტირების პროგრამა რომელიც ერთობლივად ფინანსდებოდა აშშ ჯარის, საცხებ–საპოხი მასალების დამოუკიდებელი მწარმოებლების ასოციაციის (ILMA), ყოფილი ამერიკის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (AAMA) და API-ს მიერ. უკანასკნელ 10 წელიწადში API–მ ტესტირება ჩაუტარა 5,000–ზე მეტ ლიცენზირებულ ზეთს მთელი მსოფლიოდან.
AMAP–ის ფარგლებში, ხდება API-ლიცენზირებული ძრავის ზეთების შეძენა მათი გაყიდვის წერტილებში და მათი ფიზიკური, ქიმიური და საექსპლუტაციო თვისებების დადგენა ტესტირების გზით. შედეგები დარდება ლიცენზიანტის მონაცემებს, რომლებიც წარდგენილი აქვს ფურცელზე (დოკუმენტის სახით) API-ში. შესაბამისი ზეთების ტესტირების შედეგები იგივეა, რაც მათ მიერ API-ში ფურცელზე წარდგენილი მონაცემები და აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს. ყველა ნიმუში გადის ელემენტურ ანალიზს, 100 გრადუსზე სიბლანტის, მაღალ ტემპერატურაზე/მაღალ–გახლეჩვადობაზე ტესტირებას. მათ ასევე შეიძლება ჩაუტარდეთ სხვადასხვა ტესტირება: მუხლა ლილვის ცივად ბრუნვადობა, გადინების უნარი, სტაბილურობა, დენადობა, ჟელედ გადაქცევადობა, აქაფება, ფილტრაციის უნარი, აფეთქების ტემპერატურა და გახლეჩვადობა. პროდუქტების დაფასოებაც მოწმდება ნიშნების სწორად წარმოდგენაზე და მათზე ზეთების წარმომავლობის დასადგენ წარწერებზე. ზოგი ზეთი ასევე მოწმდება ინდუსტრიულ ძრავებში რიგრიგობით დაჟანგვაზე, ნადების წარმოქმნაზე, ლექის წარმოქმნაზე, დაფარვაზე და ცვეთაზე.
მოთხოვნების იძულებითი შესრულების პროგრამა
თუ ლიცენზირებული პროდუქტის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები არ შეებამება API-ს, API მუშაობს ლიცენზიანტთან რათა შეაფასოს შეუსაბამობა, რომ მიიღონ შესაბამისობასთან მოყვანის ზომები. გადაუწყვეტელი შეუსაბამობის შემთხვევაში დამატებითი ქმედებები გაწერილია API 1509–ში. ქმედებები შეიძლება მოიცავდეს ლიცენზიის შეჩერებას API–ს ნიშნების გამოყენებაზე და ასევე შეუსაბამო პროდუქტების რეალიზაციიდან ამოღების მოთხოვნას. თუ ლიცენზირებული ან არალიცენზირებული ზეთზე არასწორადაა მარკირება ან ნებადაურთველი მარკირებაა, API მოსთხოვს პროდუქციის ბაზარზე გამომტანს (გამყიდველს) რომ შეწყვიტოს და მომავალშიც თავი შეიკავოს ასეთი ქმედებისაგან და დარღვევა გამოასწოროს.
იმ დოკუმენტშიც, რომლის ლინკიც დადე - წერია, რომ ეს ყველაფერი კეთდება პროდუქციის დაფასოებაზე API-ს ნიშნების "პონჩიკის" და "ვარსკვლავის" დასატანად და მეტი არაფრისათვის.
აქედან დასკვნები:
1. ვინც არ არის მაგ ელექტრონულ სიაში
http://eolcs.api.org/ მის პროდუქტზე არ უნდა იყოს API-ს ნიშნები "პონჩიკი" და "ვარსკვლავი";
2. ამ სიაში არ ყოფნა არ ნიშნავს, იმას, რომ ზეთის მწარმოებელის პროდუქტი არ აკმაყოფილებს API-ს ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს;
3. არჩევანი ჩვენზეა რომელ მწარმოებელს ვენდობით და რომელს არა.
ყოველი შემთხვევისათვის API-ს მივწერე ეს დასკვნები და ვნახოთ რას მიპასუხებენ.
Power_VANOsosoatisერთხელ და სამუდამოდ უნდ გავერკვეთ ამაში.