მანქანის ძრავი როდესაც პროექტდება, შიგნით იქმნება ზეთის სამოძრაო არხები.
როდესაც ზეთი ცირკულირებს ძრავში, შიგნით გარკვეული წნევა იქმნება და ეს განაპირობებს თუ რა სიბლანტის ზეთი უნდა ჩაისხას მასში.
უფრო ზუსტად მეც არ ვიცი

რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ მწარმოებელი იძლევა სიბლანტეების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კონკრეტულ ძრავში.
მაგალითად ჩემს Nissan-ში დასაშვებია 5w-30, 10w-30 და 10w-40. მწარმოებელი 5w-30-ს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ეს დანარჩენი სიბლანტეებიც უპრობლემოდ შემიძლია ჩავასხა, მაგრამ მე მხოლოდ 5w-30-ს ვასხავ, რადგან ყველაზე კარგი წარმადობა ძრავს მაგ დროს აქვს.
შენს ჰონდაში ფაქტიურად მწარმოებელმა არჩევანი არ დაგიტოვა

, მხოლოდ 1 სიბლანტე არის ნახსენები.
არის ერთი მომენტი კიდევ. იქ სადაც დასაშვებია 5w-XX ზეთები (5w-20, 5w-30, 5w-40), იქ შეიძლება 0w-20, 0w-30, 0w-40-ის ჩასხმაც შესაბამისად, რადგან ეგ ზეთები იგივე მახასიათებლების მატარებელია, რაც 5w-XX
ამიტომ შენს მანქანაში 5w-20 და 0w-20 არის დასაშვები, თუმცა ჩვენს ტემპერატურულ დიაპაზონში 5w-20 საკმარისია, მითუმეტეს თუ 100%-იან სინთეტიკას ჩაასხავ. 0w-20 მაშინ ჯობია, თუ -30-ზე ქოქავ ყოველდღე მანქანას ზამთარში

ბენზინი მაგ მანქანას უნდა 91 ოქტანობა, თუმცა ევრორეგულარზე (93) არა მგონია პრობლემა ქონდეს
და კიდევ ერთი რაღაც, რა ზეთსაც ჩაასხავ იმას უნდა ქონდეს API სერტიფიცირება, რომელთა ყიდვაც შეგიძლია აქ
API სერტიფიცირებული ზეთები This post has been edited by crusader on 30 Jun 2013, 16:32