გამარჯობათ
სულ რაღაც 1 თვეა მეც ტეანა შევიძინე.
2003 წლიანი 230JK - ვერცხლისფერი. 84 000 აქვს გარბენი.
ტყავის სალონი და ელექტრო სიდენიები არ აქვს, დანარჩენი ყველაფერი. DVD, უკანა ხედვის კამერა და ა.შ.
მე ნასიამოვნები ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რომ ტეანა შევიძინე.
დადის ძალიან რბილად, იამკებზე რო გადადიხარ არაფერი არ გესმის მანქანაში (გემივით არის), მოსახვევშიც კარგად შედის, ვიზუალიც ძალიან მაგარი აქვს, სავალი ნაწილები ისეთივე მარტივი როგორც ოპელს

. ტრასაზე თუ ვინმემ გამოგიწვია უკან არ დაიხევს, საკმაო სისწრაფე აქვს. წყლის სისტემა არ ჩამოუვარდება მერსედესისას. სალონის გათბობა გაგრილება ეფექტური, ძალიან მალე ათბობს და აგრილებს. აქვს 2.3 ვეაბრაზნი ძრავი რომელსაც ჭირდება ზუსტად 4 ლიტრი ზეთი, ეს საკმაოდ კარგია. რეკომენდირებულია 5-30W ან 5-40W ENEOS. საბარგული საკმაოდ ტევადია (მაგრამ საბარგულის სიდიდე არ არის თავსებადი უკანა ზამბარებთან). ჭკვიანი გასაღები, რომელიც ასევე კომფორტია. სალონი ვიზუალი წარმოსადეგი.
ბევრი რო არ გავაგრძელო რა ფასიც ღირს ეს მანქანა, ამ ფასისთვის იდეალური მანქანაა, ჩემი აზრით ესეთი მანქანა არანაკლებ 7 000 უნდა ღირდეს.
წვა - ტრასაზე 8 ლიტრი დამიწვა თბილისი ბათუმის მონაკვეთი. ქალაქში თავიდან კომპიუტერი მიწერდა 1 ლიტრით გადიხარ 7.6 კილომეტრსო, შემდეგ რო შევეჩვიე 1 ლიტრით გავდივარ 8.5 კილომეტრს ანუ 10 ლიტრა მინდა რო გავიარო 85 კმ. უფრო კარგად რო ჩავეძიე კომპიუტერის წვას და ზოგადად წვის სისტემას, თუ კარად მოეპყრობი და გონივრულად ატარებ მანქანას 1 ლიტრით 9.7 კილომეტრსაც გაივლი. გარკვეული სტილი მაქვს შერჩეული ტარების, ამ სტილით 1 ლიტრით - 8.9 - 9.3 კილომეტრს გავდივარ. კომპიუტერის მაჩვენებლები რო შევადარე რეალურ წვას, დავადგინე ის რომ კომპიუტერი არ ცდება. თუ არ მიაქციე სიარულს ყურადღება შეიძლება 15-16ლიტრიც დაგიწვას. მე ბათუმში ვცხოვრობ ხშირად მიწევს ქობულეთში ჩასვლა, ტრასა და ტარება ისე შევისწავლე რომ კომპიუტერის მიხედვით 1 ლიტრით გავდივარ 15-16 კილომეტრს. ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული წვა. კაი დინჯი ბაბუ კაცი 10 ლიტრსაც დააწვევინებს ქალაქში.
მინუსები - უკანა ზამბარები აქვს ძალიან სუსტი. მოკლედ აუცილებლად უნდა გამოცვალო და რაიმე სხვა მანქანის უნდა დააყენო. მონიტორის მენიუ აქვს იაპონური, გულდასაწყვეტია როდესაც გაქვს მანქანაში ძალიან დიდი მენიუ, რომელსაც ვერაფერს ვერ აგებინეფ და გაგებინებს. 180 კილომეტრს ისე შეუმჩნევლად დაგიდებს ვერც ვერაფერს გაიგებ

, უცებ რო დახედავ სპიდომეტრს მერე მიხვდები. გადაცემათა კოლოფი აქვს არაკომფორტული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ფუჭდება, არ ვარგა, ამ მხრივ ძალიან მაგარია. მოკლედ ეს ისეთი მინუსებია რომლის გამოც გირჩევთ რომ ეს მანქანა არ დაიწუნოთ. კაცმა რო არ იცოდეს ეგონება დაახლოებით 10 000 დოლარიანი მანქანა.
თუ რაიმე გამოცდილებას შევიძენ დღითი დღე არ დაგიმალავთ.