სალამი ყველა ტეანას მოყვარულს
მოკლედ გაგიზიარებთ ჩემი 2 თვის გამოცდილებას
მყავს TEANA 2004 წლის ლურჯი ფერის JM 2 თვის წინ გადავიხადე 6000 დოლარი რულგადატანილ და განბაჯებულში იდეალურ მდგომარეობაში.
მოკლედ პლიუსები;
1. იაფია.ამ წლოვანების მანქანას ვერ იყიდი სხვას
2. საჭე გადადის კარგად არაფერი არ იჭრება მანქანას არ ჯიჯგნიან ( ყველა ეტაპი ნანახი მაქვს საჭის გადატანის ასე რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება.)
3. ფასთან შედარებით კარგად დადის არ ბრაგუნობს არაფერი.
4, ვიდზეც ძალიან კარგია (განსაკუთრებით გარეცხილი)
5, დაშლილები არის უამრავი ნაწილის პრობლემა არ არის განსაკუთრებით იაფად ნაწილები მარნეულის მხარეს აქვთ აზერბაიჯანლებს დაშლილები.
ეხლა მინუსები.
1, ყველაზე მტკივნეული ამ მანქანისთვის არის მისი კლირენსი საშინლად დაბალია. შუაში ჩამოშვერილი 2 ბალკა ედება ყველაფერს ბარდიურიდან ჩამოსვლა თუ ვინმე ზის უკან წარმოუდგენელია რო არ გაედო. ( თუმცა არაფერი არ აქვს გასაფუჭებელი იმ ადგილას სადაც მეტად ედება)
2, წვა ქალაქში ეკონომიური სიარულით 12 ლიტრზე ნაკლები მე ვერ დავაწვევინე. თუმცა ტრასაზე ძალიან ცოტა დამიწვა დასავლეთში 22 ლიტრით გავიარე 290 კილომეტრი პერევლის ჩათვლით 4 მძიმეწონიანი ადამიანი მეჯდა და სავსე საბარგულით.
4 ავტომატი .4 სიჩქარიანი ავტომატი მაინც ვერარის კარგი.
ეხლა რჩევები.
პირველ რიგში ამ მანქანის სისუსტე არის "პადმატორნები" არ ვიცი რა ქვია ქართულად
ფუჭდება 2 სულ 4 ცალი აქვს მარჯვენა ზედა და წინა ქვედა,
90% გაფუჭებული აქვს რაც ჩამოდის თუმცა ჩემი გაფუჭებულია და სალონში მინიმალური ვიბრაციაც კი არ შემოაქვს
ამას აკეთებენ ორთაჭალაში ბადრისთან საგანგაშო არაფერია.
სტერჯინები კიდე ერთი სისუსტე.
და მთავარი 2ნაირად გადააქვთ ამ მანქანაზე საჭე
ერთი იოს რულავოით- ამ შემთხვევაში რულავოის დამჭერები რჩება თავისი რაც პლიუსია თუმცა მოხვევის კუთხე აქვს მერე კატასტროფული (ჩემია იოს რულავოით და მერსედესის მერე ვიტანჯები)
მეორე გადააქვთ ორთაჭალაში ზაჰესის ხიდთან ბადრის პროფილაქტიკაში შემიძლია ვთქვა ძალიან კარგად გადააქვთ. რულავოის თავისას ტოვებენ ჩარხავენ რულავოის და მოხვევის კუთხე რჩება თავისი და ხარისხითაც ყველა დეტალი გადააქვთ კარგად
ამ გაჩარხვის დეტალები არ ვიცი მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ბევრად ხარისხიანია ვიდრე სხვადანარჩენ ადგილას.
მე რო ვიყიდე ჩემი მანქანა საჭე გადაქონდათ ფონიჭალაში და მაგათი გადატანილი ყველა ტეანას პედლები დგას ცოტა გვერდზე სხვანაირად ვერ ვაკეთებთ ამასო ქალაქში არაფერი მაგრამ ტრასაზე დამღლელია მერე ბადრისთან გამისწორეს როგორც საჭიროა ისე
This post has been edited by rsmaan on 24 Jun 2013, 22:53