ჩემი კიდე ერთი რჩევა გამოცდილებით.
84 000კმ ქონდა გავლილი ჩემსას, ზეთი ქონდა შეცვლილი 82 000კმ - ზე.
შესაბამისად 92 000კმ თუ 94 000 ქონდა ვადა აღარ მახსოვს, მძღოლის კარებს რო გააღებ იქ ქონდა ბირკა.
ვიყიდე თბილისში მანქანა, ზეთი ქონდა კამკამა ახალი არ არის ეგეთი ხოლმე
ჩამოვედი ბათუმში შევამოწმე ზეთი, ნორმაზე იდგა. 4 დღის მერე საერთოდ შუპზე არ დებდა. გადამიტრიალდა გული.
მეთქი ბენზინზე მეტს ზეთს წვავსთქო.
იმ საღამოსვე დავიწყე ძებნა ინტერნეტში - ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე, 5-30 არის იდეალური ზეთიო რამოდენიმე ფირმა იყო ჩამოთვლილი მათ შორის ენეოსიც.
მაგრამ მთავარი, შეიძლება ზეთს არ ქონდა გარბენილი თავისი და ზეთი შეჭამოს მანქანამ, ეს იმიტომ რომ როდესაც ზეთს ჩაასხამ მანქანაში, გაივლი თუნდაც 100კმ-ს 1 წლის განმავლობაში, ზეთი აუცილებლად გამოსაცვლელია. ჩასხმიდან 1 წლის განმავლობაში ვარგისია ზეთი თუ გინდა 1 კმ გქონდეს გავლილი.
2003 წლიან მანქანას რომ გავლილი ექნება 84 000 კმ წარმოიდგინე წელიწადში გამოდის 800კმ, შესაბამისად ეს იაპონელი ამ 2000 კმ გავლას მოანდომებდა 1 წელზე მეტს.
მე კიდე 700კმ არ მქონდა გავლილი და შუპზე არ მოსდო. ეს პრობლემები იყო კიდეც განხილული მაგ რუსულ საიტზე რო ეგეთი რაღაცეები ემართება იაპონურ მანქანასო. ლინკი იყო მითითებული გადახვიდოდი და ტეანაზე კითხვა პასუხები იყო. იქ ამოვიკითხე ეგ ზეთის ამბავი.
------------------------------------------------------------------------------
ზეთის გამოცვლის შემდეგ გავიარე 4500 კმ - ამათგან 2500კმ ტრასაზე და თან 160-180 ვიარე კიდეც.
მოკლედ 4500კმ-ზე დაიმატა 0.3 ლიტრი ზეთი
ენეოსი მაქვს 5-30 ზე.
მემგონი ვეაბრაზნი მატორისთვის და ზოგადად მატორისთვისაც ნორმალური და დასაშვები მაჩვენებელია ხო?