სანერვიულო არაფერია

მთავარია ელიავაზე არ იყიდო ან უცნობ მაღაზიაში.
ქვევით არის ჩამონათვალი ისეთი ზეთებისა, რომელიც გამოცდილებით, ზოგი საბუთითაც შემოწმებულია ჩვენს პირობებში და არის სანდო მათი ჩასხმა.
1. ეგ ზეთი რაც ახსენე სავარაუდოდ არის Shell Helix Ultra 5w-40, რომელიც იყიდება თეგეტაში.
მე გირჩევ ჩამოსასხმელი არ ჩაასხა და დაფასოებული იყიდო, თუ მანდ წასვლას გადაწყვიტავ.
ასევე ალტენრატიულად შეგიძლია ჩაასხა Shell Helix Ultra 0W-40.
2. თეგეტაში ასევე იყიდება Motul, რომელიც შეგიძლია ჩაასხა 8100 X-cess 5W-40
3. ITA-ში იყიდება Elf, Mobil
4. სააკაძის მოედანზე არის მაღაზია, რომელშიც იყიდება Aral
5. AmeriMotors დიღმის ტრასაზე, შემოაქვთ ამერიკული Mobil 1
6. ავლაბრის მეტროსთან არის Liqui-Moly
მანქანა რომ დააზუსტო კარგი იქნება
2001 318ti e46 არის ხო?
This post has been edited by crusader on 2 Jul 2013, 09:45