გამარჯობათ მეგობრებო
უცნაური პრობლემა აქვს ჩემ მანქანას (honda civic 1.7 ctdi)
რამოდენიმე დღის შევატყე რომ დილით უჭირდა დაქოქვა, თითქოს მატორს უჭირდა დატრიალება
შევაერთე obd სკანერი და ამომიგდო უცნაური კოდი P1331 და P0101, ნუ ეს ბოლო კოდი რისიც არის ვოზდუხამერის სენსორია დაბრედილი.
დავსერჩე მაგრამ ვერსად ვერ ვნახე რა კოდია
ერთ ფორუმზე მოვაგენი თითქოს კალენვალის ამთვლელი დაჩიკის პრობლემის კოდიაოო
მოვხსენი ეს დაჩიკი და ესეთი სურათი დამხვდა

აშკარად რაღაცას ედება და იმან გაცვითა
ეს დღეებია ცოტა წვალების შემდეგ იქოქებოდა მაგრამ დღეს საერთოდ არ გაინძრა
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა ან თუ იცით ვინმე "პრადვინუტი" ხელოსან რომ მიმასწავლოთ