I-♥-Georgia11-12 ლიტრი ქალაქში ჩემი აზრით ძალიან კარგი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით რომ მეორადი მანქანაა და პლიუს ის რომ ჩვენთან ბენზინის ნაცვლად ვირის შარდს ყიდიან

ჩემთვის მთავარია ძრავზე, კოლოფზე და ელექტროობაში არ შეექმნეს პრობლემა თორემ ჩვენი ხელოსნების პირობებში ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. მაგასთან შედარებით რულის კუთხის დაჩიკის პრობლემა არაფერია. მანდ უკვე იცი რაც უნდა შეცვალო საძებნელ საკითხველი არაფერი გაქვს მეტი
* * *
LashaVarდაახლოებით მასე გამიგია მეც ოღონდ ბოლოს ჯერ P-ში და მერე უნდა ჩააქრო, ეგ იმიტომ რომ კოლოფს ნაკლები ძალა ადგება თუ რათქმაუნდა ხელის მუხრუჭი კარგად მუშაობს

მე ასეთი თანმიმდევრობა მაქვს სადღაც წაკითხული:
1) აჩერებ მანქანას
2) გადმოგაქვს N-ში
3) ამოწევ ხელის მუხრუჭს
4) აუშვებ ფეხს მუხრუჭის პედალს რომ დარწმუნდე რუჩნოი კარგად იჭერს თუ არა
5) შემდეგ გადაიტანო P-ში
ეს იმიტომ არის საჭირო რომ ყოველთვის არ გიწევს იდეალურად ჰორიზონდალურ მდგომარეობაში მანქანის გაჩერება და მაგ მეთოდით ჯერ მანქანას "აქვავებ" და შემდეგ გადაგაქვს პარკინგში რომ კოლოფის ხარჯზე არ მოხდეს მანქანის შეკავება