ეს არის BMW ე.წ. ბორტ კომპიუტერის დაფარულ მენიუში.
დაფარულ მენიუში შესასვლელად X -ებზე შევდივართ ასე.
სპიდომეტრზე აჭერ მარჯვენა ღილაკს, არ აუშვა გასაღები ჩადე ე.წ. "ზაჟიგანიაში" და გადაწიე ( არ აქვს მნიშვნელობა 1,2 თუ დაქოქავ) ეკრანზე გამოჩნდება TEST 1.
აქ არის სულ 21 TEST მენიუ. და სხვა ტესტებზე გადასასვლელად იყენებ მარჯვენა ღილაკს და ტესტის შესასვლელად მარცხენა ღილაკი.
როდესაც შედიხარ პირველად ე.ი. რომელიმე ტესტზე აჭერ მარცხენა ღილაკს (ან კომპის დარესტარტების შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა პროგრამით დაარესტარტებ თუ აკუმულატორს ჩახსნი ან სპიდომეტრს მოხსნი და ა.შ.) გამოჩნდება Lock: ON. დააჭირე მარჯვენა ღილაკს და ეკრანზე აკრიბე კოდი მარცხენა ღილაკის დახმარებით. კოდი არის VIN კოდის ბოლო 5 ციფრის ჯამი. დაადასტურებ მარჯვენა ღილაკით და ბლოკი მოიხსენბა. ამის შემდეგ შეგიძლია შეხვიდე ნებისმიერ ტესტში.
ტესტში როდესაც ხარ მარცხენა ღილაკზე დაჭერით გადადის ამ ტესტის ქვე მენიუზე ასეთის არსებობის შემთხვევაში. მარჯვენა ღიალკით გადადიხარ შემდეგ ტესტზე.
ტესტების დანიშნულებანი:
TEST 1. მანქანზე მონაცემები: ძრავი, VIN და ა.შ.
TEST 2. სპიდომეტრზე განათებების და ისრების ტესტი თუ მუშაობს ყველაფერი შეამოწმებ

TEST 3. რამდენი ლიტრი ბენზინი მოიხმარე ბოლო დარესეტების მერე

TEST 4. მიმდინარე წვა.
4.0 - 0145=14.5 L/100km
4.1 0018 - 0018=1.8 l/Hour
TEST 5. საშუალო წვა- აქ მოცემული ინფორმაცია განსხვავდება გარე მენიუში მოცემულ CONS1 და CONS2. იმიტომ, რომ ეს ითვლის წვას მხოლოდ მაშინ როდესაც მანქანა მოძრაობს.
5.0 082=8.2 liters/100km
5.1 წერს რამდენ KM გაივლი დარჩენილი საწვავით
TEST6. საწვავის მოცულობა
TEST7. ტემპერატურის და სიჩქარის სენსორები
7.0 021+ წყლის ტემპერატურა/ძრავის ტემპერატურა (2.1C)
7.1 130 გარე ტემპერატურა
7.2 + ძრავის ბრუნი
7.3 + მიმდიანრე სიჩქარე კმ/სთ
TEST8. არ მახსოვს

TEST9. ვოლტმეტრი
TEST 13. შიდა სიგნალების შემოწმება. აი ისეთის საწვავი რომ მტავრდება და განიშნებს/ ან გასაღები, რომ დარჩება და კარებს აღებ.
მე-10, 11, 12 არაფერს აკეთებს და დანარჩენებიც ალბათ უინტერესოა

TEST 19 გამოიყენება მენიუს დასაბლოკად. ბლოკის მოსახსნელად ისევ VIN ბოლო 5 ციფრის ჯამია საჭირო
TEST 21. ბორტ კომპიუტერის პარამეტრების დარესეტება/ ოღონდ ეს არ არის Reboot -ი . მოდულებს არ შეეხება და ყველაფერს არ გაანულებს, მაგრამ თუ აუცილებლობა არაა არ დაარესეტოთ.
შენ, რომ გაინტერესებდა ის არის მე-7 ტესტში.