გაუმარჯოს ბიჭებს,
მე დავასკვენი რო ხ5 არის ცუდი მანქანა რააა

ეხლა მოგიყვებით ჩემ გულისტკივილს

1 წელია ეს მანქანა მყავს და პრობლემები ვერ დავლიე რაა, იმის იმედით რო ოდესმე ბოლოში გავალ არ ვეშვები გულსაც არ ვიიტეხავ და ვაკეთებ და ვაკეთებ, ესეც კიდე ითხოვს და ითხოვს

არადა მანქანა ცუდიაო ვერ იტყვი, ვიდზე მაგარზეა

2003 იანია 190 გარბენი ქვემოდან შეხედავ ახალივით აქვს ძირი, სალონი თითქოს კაცი არ მჯარაო ამერიკაში ერთი კაცის ხელში გაკაწრულიც არ არის არც ერთხელ. ანუ რისი თქმა მინდა ამით რო ნატანჯი არ არის და რატო ჭირდება ამდენი ყურადღება არ ვიცი რა. 10 000 ლარი დახარჯული მექნება ამ მანქანის სერვისზე და როდემდე გავუძლებ არ ვიცი

რო მოვყვე ეხლა წვრილ წვრილი რეები მაქვს გაკეთებული ძაააან შორს წამიყვანს, აი ამ ბოლოს ეხლა რა უნდა გავუკეთო გეტყვით, კოლოფი ქონდა იდეალური და გადავწყვიტე ზეთი გამომეცვალა, გამოვცვალე 2 კვირა იდეალურად იარა, მარა ვდრუგ უკან სვლისას დაიწყო არევა - თითქოს ამოვარდა სიჩქარიდანო და მერე ისევ ჩავარდაო. დიაგნოსტიკაზე არაფერი არ გამოჩნდა. თეგეტას კოლოფის ხელოსანმა რო შეხედა ეს გენერალ მოტორსის კოლოფია და ფრიქციონებია დაბრედილიო, მოხსნა დაყენება 250 ლარი დაშლა აწყობა 850 ლარი და მერე კიდე ნაწილები რაც დაგჭირდებაო. კაი მეთქი, მერე წავედი გადასამოწმებლად ლობჟანიძესთან და ამანაც იგივე მითხრა, ოღონდ დაამძიმა იმით რო უკანა სვლა რახან არის გაფუჭებული ტვინიც უნდა შეიცვალოსო, იმიტო რო უკანა სვლა იმიტო ფუჭდებაო რო ორ სიჭქარეში ერთდროულად აგდებს ტვინი და ეგ აფუჭებსო. ფასი ამან ნაკლები თქვა, 700 ლარი. და ფრიქციონები სულ 45 ცალი აქვსო მარა ბევრი არ იქნება გაფუჭებული 3-4 ცალიო და თითო 25 ლარი ღირსო, ტვინი 1700 ლარი მითხრა მგონი არ მახსოვს..
ჯერ არ ვაკეთებ იმიტო რო მაინცდამაინც არ მაწუხებს, უცბათ თუ მიცემ დიდ გაზს მაგ დროს აკეთებს ან დიდ აღმართზე, მოკლედ დიდ დატვირთვას ვერ უძლებს და ისეთ ადგილას იმედია არ მოვხვდები სადაც ვერ მოვტრიალდები და უკან დიდი აღმართი იქნება ამოსასვლელი. წინ პრობლემა არ აქვს..
კდიე ერთი პრობლემა: მინთებს აკუმლატორი დინამოს რელე იქნება გადამწვარიო, ახალი დინამო ვიყიდე დავაყენე არ ჩაქვრა.... მოკლედ ვებრძვი აგერ უკვე ერთი წელია

ხოდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვინც ყიდვას აპირებს გაითვალისწინოს... რავიცი კი არიან ხალხი ვინც იძახის რო არ არის ესეო მარა ალბათ თვალს ხუჭავენ.
წსტაწი კოლოფზე მირჩიეთ რა რა ვქნა? ლობჟანიძეში გავაკეთო?? რამე იდეა ხო არ გაქვთ?
ხო და წვაც კააი გასათვალისწინებელია
და ყველაზე მთავარი ის არის რო მიუხედავად ამ ყველაფრის ძააააააან მაგარია ხ5 რაააააააააააა

))))))))))))