g_khardzianiეგრე წლებზე არ არის მიბმული
LL-98 - ძირითადი მოთხოვნები დაფუძნებული ACEA A3/B3 სპეციფიკაციაზე, რეკომენდირებულია 09.2001-მდე გამოშვებულ ძრავებზე
LL-01 - ძირითადი მოთხოვნები აღემატება ACEA A3/B3 სპეციფიკაციას, რეკომენდირებულია 09.2001-ის მერე გამოშვებულ ძრავებზე
LL-01 FE იგივე რაც LL-01, ბენზინის ეკონომიაზე გათვლილი, რეკომენდირებულია მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნის ძრავებში.
LL-04 - ამ ზეთს ისეთი შემადგენლობა აქვს, რომელიც ევროპული ხარისხის ბენზინზე კარგად მოქმედებს გამონაბოლქვის შემადგენლობაზე, რაც თავის მხრივ იცავს ძრავსაც და კატალიზატორსაც, თუმცა თუ ბენზინი ევროპული ხარისხის არ არის, ზეთის თვისებები კვდება დაბალ გარბენზე (დაახლოებით 5000 კმ) და ამ გარბენის შემდგომ ძრავში მისი გაჩერება სასურველი არ არის. BMW-ს რეკომენდაციით LL-04 დაშვების ზეთი მხოლოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს ევროკავშირის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში და ლიხტენშტეინის სამეფოში.
ეს მომენტი არ ვრცელდება დიზელის ძრავიან BMW-ებზე რომელთაც მოთხოვნა LL-04 აქვთ. მანდ აუცილებლად LL-04 უნდა ჩაისხას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს დიზელის კატალიზატორი DPF.
ჩემი აზრით საქართველოში ბენზინის ძრავიან BMW-ში უნდა ჩაისხას LL--01 დაშვების ზეთი და დიზელის ძრავიანში თუ LL-04-ზე მოთხოვნა არ არის, მაშინ LL-01, სხვა შემთხვევაში LL-04.
თუ 2001-მდე არის BMW და LL-98-ს უფრო იაფად შოულობ ვიდრე LL-01-ს, მაშინ მაგის ჩასხმა პრობლემა არ არის, თუმცა LL-01-მა ჩაანაცვლა LL-98 და ძრავს უკეთესად დაიცავს 2001-მდე გამოშვებულ მანქანებში.
* * *
ეს არის ცხრილი თუ რომელ ძრავში რომელი დაშვების ზეთი უნდა
This post has been edited by crusader on 13 Jan 2014, 09:59