სალამი ბიჭებს
მოკლედ ცუდი დღე გაუთენდა ჩემ რაშს

დილა იმით დაიწყო რომ რატომღაც დამჯდარი დამიხვდა აკუმლიატორი და პერემიჩკებით მომიწია დაქოქვა
რატომ მოხდა ეს არ ვიცი , რადგან აკუც კარგი მაქვს და კარგადაც იტენება, სავარაუდოდ რაღაცამ არ დაიძინა ღამით და დასვა აკუმლიტორი

შემდგომ წავედი სამსახურში გზად საწვავი ჩავასხი (რომპეტროლის რეგულარი, როგორც ყოველთვის) , მივედი სამსახურში უპრობლემოდ არაფერი მიგვრძვნია 20 კმ გავიარე. 2 საათი მერე წამოვედი მაშინ ვიგღზენი რომ რაღაც ვერ მიდიოდა მანქანა , თითქოს ჩავარდნები ჰქონდა, ვცადე რომ მიმეწირა ბოლომდე და ეგრევე ჩეკი ამინთო და უარესი ვიბრაცია დაეწყო , გეგონება ავარიულ რეჯიმში გადავიდაო. ჩავაქრე დავქოქე ჩეკი ჩაქრა მაგრამ გაწევის პრობლემა დარჩა.
მოვედი სახლში და შევაერთე კომპზე, დამიწერა რომ მე-2 ცილნდრში წვის პრობლემააო

ახლა ჩემი ვარიანტები:
1. ბაბინას შეუსრულდა 100 წელი;
2. ბაბინაზე რომ წამოცმულია რეზინის მაგვარი იზოლაცია (სახელი დამავიწყდა ) მაგას გაუჩნდა ბზარები;
3. ინჟექტორს შეუსრულდა 100 წელი.
კიდევ რა იდეები გაქვთ?
ხვალ ვაპირებ რომ მოვხსნა ბაბინა და გადავიტანო სხვა ცილინდრზე, თუ შეცდომა გაყვა ყველაფერი ნათელია , მაგრამ თუ არა მაშინ?
რამდენად დიდია შანსი რომ მატორის კომპის ბრალი იყოს? სხვა არაფერი შეცდომა არაა დამახსოვრებული.